საქართველოს საკალათბურთო ნაკრები ლატვიაში გაემგზავრა
რადიო თავისუფლება Radio Tavisupleba
საქართველოს საკალათბურთო ნაკრები მსოფლიოს 2023 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ციკლის მეხუთე ტურის შეხვედრას, უკრაინის წინააღმდეგ ნეიტრალურ არენაზე გამართავს. მატჩს რიგა უმასპინძლებს, 1 ივლისს. მთავარმა მწვრთნელმა ილიას ზუროსმა გაფართოებული შემადგენლობიდან ცამეტი კალათბურთელი შეარჩია, რომელთაც მომავალი შეხვედრის მოამზადებს. ქართული დელეგაცია უკვე გაემგზავრა ლატვიის დედაქალაქში.
საქართველოს ნაკრები მსოფლიოს ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპის დასრულებამდე ორი ტურით ადრე, შვიდი ქულით ქვეჯგუფის ლიდერია. მეორე ადგილზე მყოფ ესპანეთს ექვსი ქულა აქვს, თუმცა ესპანელებმა ჯერ სამი თამაში ჩაატარეს. ასევე სამი მატჩი გამართეს მიმდინარე შესარჩევ ციკლში უკრაინელებმა და ოთხი ქულა დააგროვეს.
საქართველოს ნაკრების შემადგენლობა: თორნიკე შენგელია, გიორგი შერმადინი, გოგა ბითაძე, გიორგი ცინცაძე, თად მაკფადენი, დუდა სანაძე, ბექა ბურჯანაძე, რატი ანდრონიკაშვილი, კახა ჯინჭარაძე, მერაბ ბოქოლიშვილი, მიხეილ ბერიშვილი, გივი ბაქრაძე, გიორგი კორსანტია.
https://www.radiotavisupleba.ge/a/31921322.html
Source: radiotavisupleba.ge