სასესხო ვალდებულების მქონე შემოსავლის გარეშე დარჩენილ მოქალაქეებს უფასო სამართლებრივ დახმარებას გაუწევენ

Tbilisi Daily

„მსოფლიო პანდემიის ახალი COVID19 -ის აღმოფხვრის მიზნით, გამოცხადებული საგანგებო მდგომარეობისა და ეკონომიკური შეზღუდვების დაწესების შედეგად, საქართველოში ასიათასობით ფორმალურად თუ არაფორმალურად დასაქმებული მოქალაქე სამსახურისა და შემოსავლის გარეშე დარჩა ან მკვეთრად შეუმცირდა შემოსავალი. შესაბამისად, ისინი ვეღარ ახერხებენ ვადამოსული სასესხო ვალდებულებების შესრულებას. 5 მაისიდან, ღია საზოგადოების ფონდის მხარდაჭერით საინიციატივო ჯგუფი #დააპაუზეუფასოდ ორი თვის განმავლობაში ასეთ ფიზიკურ პირებს სამართლებრივ დახმარებას გაუწევს.უფასო იურიდიული მომსახურებით სარგებლობა შეუძლიათ შემოსავლის /სამსახურის გარეშე ან/და მკვეთრად შემცირებული შემოსავლით დარჩენილ ფიზიკურ პირებს თბილისის მასშტაბით, რომლებსაც აქვთ ვალდებულება მიკროსაფინანსო ორგანიზაციების ან/და ონლაინ საკრედიტო დაწესებულებების მიმართ,“- ნათქვამია „ღია საზოგადოება - საქართველოს“ მიერ გავრცელებულ განცხადებაში.