UEFA-ს ერთა ლიგაზე სომხეთისა და საქართველოს შეხვედრა ფრედ დასრულდა
Tbilisi Daily
საქართველოს ნაკრებმა ერთა ლიგის მესამე ტურის შეხვედრა სომხეთის ეროვნულ გუნდთან ფრედ, 2-2 დაასრულა. მატჩი პოლონეთში, ქალაქ ტიხის სტადიონზე გაიმართა.
პირველი ტაიმი სომხეთის გამარჯვებით - 1:0 დასრულდა, შეხვედრის მეორე ნახევარში კი ქართველმა ფეხბურთელებმა ანგარიშის გათანაბრება მოახერხეს. ნიკა კაჭარავამ გოლი 46-ე წუთზე გაიტანა. 74-ე წუთზე თორნიკე ოქრიაშვილმა საქართველოს ნაკრები წინ გაიყვანა. თუმცა, მატჩის ბოლოს საქარველოს ნაკრების კარში ხელით თამაშისთვის პენალტი დაინიშნა, რომელიც მხიტარიანმა შეასრულა და ანგარიში კვლავ გათანაბრდა