ყვირილი

0
1893 წელს ედვარდ მუნქის მიერ შექმნილი ეს ნახატი, რომელზეც კაცი თავზე მთელი ძალით იჭერს ხელებს, ტკივილისა და ტანჯვის გამაოგნებელი გამოხტულებაა, მიუხედავად იმისა, რომ კაცის სახე არარეალურია და თავის ქალას ჰგავს. ვინ ყვირის? ნახატზე გამოსახულ კაცს პირი ღია აქვს. მნახველმა შეიძლება იფიქროს, რომ სწორედ ის ყვირის, მაგრამ როგორც იქნა მუქნმა განმარტა, ამ ნამუშევრის შექმნა მას შთააგონა კივილმა, რომელსაც მთელი სამყაროსგან გრძნობდა. „ერთ საღამოს სასეირნოდ წავედი“- ჰყვებოდა მუნქი, -„მოულოდნელად ცამ ფერი იცვალა, სისხლივით გაწითლდა.მე ვიდექი შიშსაგან აკანკალებუული და მესმოდა საზარელი ყვირილი... ბუნება, მთელი გარესამყარო კიოდა...“ ნახატზე გამოსახული კაცის სახე იმდენად გამხდარი და გადაჭმულია, რომ თვის ქალას წააგავს.ზოგს მიაჩნია, რომ მუნქმა ეს სახე მუზეუმში ნანახი სამხრეთამერიკელი მუმიის მიხედვით დახატა. მუნქმა „ყვირილის“ რამდენიმე ვერსია შექმნა, ზოგი ფერადი და ზოგი შავ-თეთრი.ეს ერთ-ერთია, რომელიც 1893 წლით თარიღდება.მუნქმა ის ტემპერას საღებავებითა და პასტელით დახატა მუყაოს ქაღალდზე. ნახატის ზომაა 36x29 სმ.
#scream
#goodplaces
#news
#opinion
#events
#art
#politics
#photo
#sport
#funny
#crypto
#business
#design
#food
#religion
#gaming
0