რატომ იტყუებიან ადამიანები?!

0
✔ტყუილი იმ ადამიანურ თვისებათაგან ერთ-ერთია რომელთაც არააქვთ არსი, საწყისი, არ არის შემოქმედის მიერ დადგენილი, ტყუილი არის ნაკლულოვანება ჭეშმარიტებისა ისევე როგორც, მაგალითად ბოროტება ვლინდება სიკეთის ნაკლებობისას და აშ. ✔ტყუილი კაცობრიობის ისტორიაში დასაბამიდან გვხვდება, მაცდურმა ევამ მოატყუა ადამი, შემდგომ ორივემ ერთად უფლის მოტყუება სცადა და ასე დაუსრულებლად გაგრძელდა სიცურისაკენ მიდრეკილება და დღეს უკვე ჩვენს რეალობაში ტყუილმა განსაკუთრებით მოიკიდა ფეხი ადამიანთა გულსა და გონებაში, თითქოს ადამიანური გუნების განუყოფელი ნაწილი გახდა. სტატისტკური თუ მეცნიერული კვლევის მონაცემებით: ადამიანთა უმრავლესობა დღეში ერთხელ მაინც ცრუობს ან თხუთმეტ წუთზე ხანგრძლივი საუბრები ხშირად ტყუილით სრულდება. უკვე იმდენად გამჯდარია ადამიანში ტყუილი, როგორც თვითგადარჩენის ერთგვარი ხერხი ან უბრალოდ ჩვევა, არც კი ერიდებიან მას, არ ფიქრობენ საზიანო იქნება თუ არა გარშემომყოფთათვის და ისიც ავიწყდებათ, რომ მრავალ ცოდვათა შორის ერთ-ერთი დამღუპველია, ათი მცნებაც კი გვასწავლის “არა ცილი-სწამო მოყვასსა შენსა წამებითა ცრუითა”, რომელიც თავის მხრივ ერთი შეხედვით უმნიშვნელო ე.წ უბოროტო ტყუილსაც გულისხმობს, და მაინც, ამ ყველაფრის შემდეგ რატომ იტყუებიან ადამიანები?! ✔სიცრუე ერთ-ერთი მარტივი და ხელსაყრელი ხერხია არასასურველი მდგომარეობიდან თავის დასაღწევად, მიზნის მისაღწევად, ცხოვრებისეული დაბრკოლების გადასალახად, საკუთარი თუნდაც არასწორი პოზიიციის დასამტკიცებლად, არსებობენ ასევე მკვეხარა ადამიანები, რომელთაც უყვართ თავის გამოჩენა, როლებიც ტყუილებით ალამაზებენ საკუთარ პიროვნებას, ასევე არსებობს ადამიანთა კატეგორია, რომლებიც მატერიალური კეთილდღეობისათვის ტყუილთა ქსელს აბამენ ხოლმე, ზოგჯერ ერთს მოჰყვება ორი, სამი ან მეტი საწყისი ტყუილის გასამყარებლად, ასევე ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული მიზეზი ტყუილისა არის-შიში, მორიდება. შვილებს-მშობლების ეშინიათ არასწორი საქციელისას, მოსწავლეს-მასწავლებლის, თანამშრომელს-უფროსის, ხშირია ასევე ტყუილები სიყვარულის, მეგობრობის გადასარჩენად თუმცაღა, სამწუხაროდ ადამიანებს ავიწყდებათ ხოლმე გამოთქმა: “ტყუილს მოკლე ფეხები აქვსო”, შესაბამისად სიცრუეა-სიცრუით რამის შენარჩუნება ან მიღწევა ამიტომაც ყოველთვის უნდა ვეცადოთ ჭეშმარიტი და სამართლიანი გზით ვიაროთ, შესაძლოა მიზნამდე ასე უფრო შორი იყოს თუმცა უფრო სანდო და იმედიანი, ასევე ყოველთვის უნდა გვახსოვდეს შეიძლება მოვატყუოთ ადამიანები, საკუთარი თავიც კი მაგრამ უფალს ვერ მოვატყუებთ, როგორც შოთა რუსთაველი გვეუბნება: “ყოველი ცრუ და მოღალატე ღმერთსა ჰგმობს და აგრე ცრუობსო”. ✔სიმბოლურია ასევე ის ფაქტიც, რომ არსებობს ტყულის საერთაშორისო დღე, რომელიც ყოველი წლის პირველ აპრილს აღინიშნება, მისი წარმოშობის ისტორია დაზუსტებული არ არის თუმცა ფაქტია, რომ დამკვიდრდა და ადამიანები ამ დღეს მეგობრებს, ახლობლებს თუ ნაცნობებს ატყუებენ სხვადასხვა “ხუმრობებით” თუმცა მარკ ტვენის თქმისა არ იყოს “დღეს ის დღეა, როცა ყველას გვახსენდება – როგორები ვართ სინამდვილეში, დანარჩენი 364 დღის მანძილზეო”. კოლხის ბლოგი ? https://bit.ly/2Jt1TCm Instagram ? https://bit.ly/2UxaYAr
0