ოკუპირებული საბერიოდან ზუგდიდის ინფექციურში შუა ხნის ქალი მიიყვანეს

0
https://primetime.ge/okupirebuli-saberiodan-zugdidis-infeqtsiurshi-shua-khnis-qali-miikvanes/ ოკუპირებული გალის რაიონის სოფელ საბერიოს ჩეღალის უბნიდან, ზუგდიდში სასწრაფო დახმარების მანქანამ, კიდევ ერთი პაციენტი გადმოიყვანა. სასწრაფოს ჯგუფი პაციენტს ამჯერადაც წალენჯიხის მუნიციპალიტეტ სოფელ ფახულანი-წყოუშის ადმინისტრაციულ საზღვართან დახვდა. ინფორმაციას ამის შესახებ წალენჯიხის მერი ბესიკ ფარცვანია ადასტურებს. „ეს გახლავთ შუახნის ქალი, რომელიც საბერიოს ჩეღალის უბნის მაღაზიის თანამშრომელია. მას ბოლო ერთი კვირაა მაღალი სიცხე აქვს და ამიტომ გადმოიყვანეს ზუგდიდის ინფექციურში“, – თქვა წალენჯიხის მერმა. 29 მარტს, ზუგდიდის ინფექციურ საავადმყოფოში მოათავსეს ოკუპირებული საბერიოდან გადმოყვანილი 50 წლის ქალი, რომელსაც კორონავირუსი დაუდასტრდა. 31 მარტს, ამავე სოფლიდან გადმოიყვანეს და ინფექციურში მოათავსეს 2 მცირეწლოვანი ბავშვიც. მათ CoViD-19 არ დაუდასტურდათ.
0