Bang & Olufsen-ის The Beosound Edge

0
Bang & Olufsen დანიური ელექტრონული ტექნიკის კომპანიაა, რომელიც ტელევიზორების, მობილური ტელეფონებისა და ელექტრონული მოწყობილობების შექმნასა და მათ თანამედროვე დიზაინთან ინტეგრირებაზე მუშაობს. კომპანია 1925 წელს პიტერ ბენგიმ და სვენდ ოლუფსენმა დააარსეს.
2018 წლის ბერლინის სამომხმარებლო ელექტრონიკის ყველაზე მასშტაბურ ფესტივალზე (IFA) Bang & Olufsen-ის ახალი, თვალისმომჭრელი პროდუქტი გამოჩნდა სახელწოდებით Beosound Edge.
Beosound Edge უნიკალური სპიკერი და მინიმალისტური დიზაინის მქონე ობიექტია, რომელიც სივრცეში ჰარმონიულად ანაწილებს ხმის ძლიერ დინამიკას. პროდუქტი ინტუიციური შეხებისა და მოძრაობისთვის არის შექმნილი. დინამიკი ზედმიწევნით სწორად ავრცელებს ხმას სივრცეში და შესაბამისად ბგერებიც მაქსიმალურ “სიწმინდეს” ინარჩუნებენ.
ტრეკების დაკვრა, დაპაუზება და გადართვა დინამიკის ზედაპირის მეშვეობით ხდება, რომელიც ზომავს შეხების სიძლიერეს/წნევას. ხმის აწევა დინამიკის გადატრიალებით შეგიძლიათ, მაშინაც კი, როდესაც ის სპეციალური სამაგრით კედელზეა დამონტაჟებული.
პროდუქტი მულტიფუნქციურია და რამდენიმე დინამიკს აერთიანებს: 10-ინჩიანს – ბასებისთვის, წყვილ 4-ინჩიანს – საშუალო სიხშირეებისთვის, ორ 0.75-იანს – მაღალი ტონალობებისთვის. თეორიულად, თქვენი სივრცის მუსიკით შესავსებად ერთი Beosound Edge-ის გარდა არაფერი დაგჭირდებათ
#მუსიკა
#პროდუქტი
0