რამდენიმე კვირის წინ, მოხალისეთა მიერ დაწყებული ქველმოქმედება გრძელდება. უმწეო და მარტოხელა მოხუცებისთვის ახალგაზრდებს საკვები, წამლები და საჭირო ნივთები მიაქვთ.
მოხალისეთა რიგებს დღითიდღე ემატებიან ახალგაზრდები. გამოჩნდნენ ქველმოქმედების მსურველებიც.
ახლა, როდესაც ახალგაზრდების ჩართულობა და დახმარება ყველაზე მეტად არის საჭირო, რათა ჩვენს მოხუცებს შევუქმნათ უსაფრთხო გარემო, გამოჩნდნენ მოხალისეები, რომლებიც მუდმივად გვეხმარებიან წამლების მიტანაში.
განსაკუთრებული მადლობა სინერჯი კაპიტალი • Synergy Capital -ის თანამშრომლებს, რომლებიც აქტიურად ჩაერთნენ უმწეო მოხუცებზე ზრუნვის საქმეში
გვეიმედება, რომ ეს მდგომარეობა მალე ჩაივლის და სამყაროში კვლავ დაბრუნდება გარემო, სადაც ვირუსების აღარ გვეშინია“, – წერია ახალი საზოგადოების ფეისბუქის ოფიციალურ გვერდზე.
მოხუცებისთვის და უმწეოებისთვის პროდუქტები შეგროვა წმინდა კვირიკესა და ივლიტას ტაძარში.
შეგროვილი პროდუქტი უკლებლივ
დაურიგდა სოციალურდ დაუცველ, მრავალშვილიან და უმწეო მოხუცებს.