ამირან გამყრელიძის შვილი კორონავირუსისგან გამოჯანმრთელდა

0
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის ამირან გამყრელიძის შვილი კორონავირუსისგან გამოჯანმრთელდა და კლინიკა 26-ე დღეს დატოვა. ამის შესახებ ნიკოლოზ გამყრელიძე სოციალურ ქსელში წერს. "მეგობრებო, პაციენტი
#10
-ც გამოჯანმრთელდა და შესაბამისად, 26-ე დღეს დავტოვე კლინიკა და გადავედი თვითიზოლაციაში. უღრმესი მადლობა ასეთი მხარდაჭერისა და გულშემატკივრობისთვის, ძალიან გამაძლიერეთ ამით. არ შემიძლია ქედი არ მოვიხარო და როგორც რიგითმა მოქალაქემ, უდიდესი მადლიერება არ გამოვხატო სრულად სამედიცინო პერსონალის წინაშე, ვინც გადაჭარბების გარეშე შეიძლება ითქვას, რომ ამ ომში იბრძვის წინა ხაზზე ჩვენი ყველას ჯანმრთელობისთვის. თამამად შემიძლია ვთქვა, რომ 26 დღის განმავლობაში არც ერთხელ არ მიგრძნია მათგან არც დაღლა, არც შიში, მხოლოდ სითბო, მხარდაჭერა და ძალიან დიდი შემართება იყო სულ. აქამდეც ჩემი პატივისცემა მათ მიმართ ისედაც ძალიან დიდი იყო, მაგრამ ახლა კიდევ სხვანაირად დავინახე როგორც პაციენტმა. მადლობა თქვენ, ნამდვილად საამაყო ხართ და გამძლეობას გისურვებთ! ჩვენ კი, როგორც მოქალაქებმა, ჩვენი ვალდებულება აუცილებლად უნდა შევასრულოთ, ვალდებულება კი არის, რომ გავუფრთხილდეთ ერთმანეთს, რათა გამოუსწორებელი ზიანი არ მივაყენოთ ჩვენ ირგვლივ მყოფებს, დავრჩეთ აუცილებლად სახლში. მხოლოდ ამ გზით დავამარცხებთ ყველა ერთად ამ გამოწვევას. ვულოცავ ყველა გამოჯანმრთელებულს და სწრაფ გამოჯანმრთელებას ვუსურვებ ყველა ინფიცირებულს, "- წერს ნიკოლოზ გამყრელიძე სოციალურ ქსელში.
#კორონავირუსი
#გამოჯანმრთელებული
#ნიკოლოზგამყრელიძე
#დარჩისახლში
#tbilisidaily
0