გამყრელიძემ განმარტა, უქმნის თუ არა ეპიდსიტუაციას საფრთხეს 20 ივნისს დაგეგმილი აქცია
Pirveliradio Ge
თუ დაცულია პირობები - 2-მეტრიანი დისტანცია, პირბადეების ტარება და სხვა ჩვენი რეკომენდაციები, რასაც ვიძლევით, რა თქმა უნდა, ყველაფერი შესაძლებელია - ამის შესახებ განცხადება, დაავადებათა კონტროლის ცენტრის დირექტორმა ამირან გამყრელიძემ ტვ პირველის ეთერში საუბრისას გააკეთა, რითაც 20 ივნისს დაგეგმილი აქციის გამოეხმაურა.
"სამედიცინო თვალსაზრისით, ნებისმიერი დიდი თავყრილობა რისკის შემცველია, მაგრამ თუ დაცულია პირობები - 2-მეტრიანი დისტანცია, პირბადეების ტარება და სხვა ჩვენი რეკომენდაციები, რასაც ვიძლევით, რა თქმა უნდა, ყველაფერი შესაძლებელია.
მაგრამ არა ისე, როგორც ჩვენ მივდივართ აქციებზე, ერთმანეთს ვკოცნით, ვეხვევით და ა.შ. ეს ყველაფერი დაუშვებელია. ამას კარგა ხნით უნდა გადავეჩვიოთ. ახლა რომ ვხვდებით ერთმანეთს ხელს ხომ აღარ ვართმევთ, მუშტით ვესალმებით, ხო მივეჩვიეთ ამას?!..
დისტანცირება, პირბადე და პირადი და საზოგადოებრივი ჰიგიენის დაცვა - თუ ამას გავაკეთებთ, დარწმუნებული იყავით რომ კიდევ ასეთი შედარებით მშვიდი სიტუაცია გვექნება ქვეყანაში. მაგრამ თუ არ გავაკეთებთ და ის რაც "ფაბრიკაში" იყო იმ დღეს და კიდევ სხვა დიდ რესტორნებში, მაშინ აფეთქებების მაღალი რისკია." - განაცხადა გამყრელიძემ.
http://pirveliradio.ge/?newsid=145198