"ვენერას დაბადება"- ში დაშიფრული 14 სიმბოლო.

0
1. ვენერა ანტიკური მითის თანახმად, მსოფლიოს პირველი მმართველი - ცის ღმერთი ურანოსი დაამხო საკუთარმა შვილმა კრონოსმა.ურანოსის სისხლის წვეთი დაეცა ზღვაში და წარმოიქმნა ქაფი, რომლიდანაც დაიბადა ნიჟარაზე მდგომი ვენერა.ბოტიჩელის სურათზე ის მორცხვად იფარებს მკერდზე და სარცხვენილზე. როგორც ხელოვნებათმცოდნეები ვარაუდობენ, ვენერას მოდელად პოზიორობდა სიმონეტა ვესპუჩი - პირველი ფლორენციელი ლამაზმანი, რომელიც ლორენცო მედიჩის უმცროსი ძმის, ჯულიანოს შეყვარებული იყო.ის გარდაიცვალა ახალგაზრდა ასაკშ ჭლექისგან. 2. ნიჟარა - ქალის წიაღის სიმბოლო, საიდანაც ამოდის ვენერა. 3. ზეფირი - გაზაფხულის დასავლეთის ღმერთი ბერძნულ მითოლოგიაში. ნეოპლატონიკოსები მას ეროსთან - სიყვარულის ღმერთთან - აიგივებდნენ. ვენერას მითში ზეფირმა თავისი სუნთქვით ნიჟრაზე შემდგარი ქალღმერთი კუნძულ კვიპროსისკენ გააცურა, სადაც იგი სანაპიროზე ამოვიდა. 4. ფლორა - ზეფირის მეუღლე, ყვავილების ქალღმერი. ზეფირისა და ფლორას კავშირი ხშირად აღიქმება როგორც მიწიერი (ფლორა) და სულიერი (ზეფირი) სიყვარულის ალეგორიად. 5. ვარდი - სიყვარულისა და სასიყვარულო განცდების სიმბოლო 6. ლელქამი - ვენერას თავდაჭერილობის სიმბოლოა, რომელსაც თითქოსდა რცხვენია თვისი სილამაზის. 7. ორი ტალო (მოყვავილე) - ერთ-ერთი ორთაგანი, ზევსისა და თემიდას შვილები, წელიწადის დროებს განაგებდნენ და პასუხს აგებდნენ ბუნების წესრიგზე, მფარველობდნენ წელიწადის სხვადასხვა დროს. ტალოს ებარა გაზაფხული და ამიტომ ითვლება ვენერას თანამგზავრი. 8. ღიღილო - ნაყოფიერების სიმბოლო, რადგანაც ის იზრდება მოწიფულ თავთავებს შორის 9. სურო - ეს მცენარე, რომელიც ხის ღეროებს „ეხვევა“, ერთგულების სიმბოლურად წარმოადგენს. 10. მურტი - მცენარე, რომელიც ეძღვნება ვენერას (თნახმად ძველრომაელი პოეტ ოვიდიუსის თხრობისა, რომლის მიხედვითაც სიყვარულის ქალღმერთმა კვიპროსის მიწაზე დადგა ფეხი, სიშიშვლე მურტის ტოტით დაფარა) და ამიტომ ითვლება ნაყოფიერების კიდევ ერთ სიმბოლოდ. 11. ალისფერი მანტია - ღვთაებრივი ძალაუფლების სიმბოლო, რომელსაც ფლობს სილამაზე ამქვეყნად. 12. ზიზილა - უმანკოებისა და სისუფთავის სიმბოლო 13. ფრინტა - ტრაგიკული სიყვარულის სიმბოლო, რომლის განცდაც ვენერას მოუწია მიწაზე, მითის თანახმად ვენერას შეუყვარდა მწყემსი ადონისი.მაგრამ მისი სიყვარული ხანგძლივი არ ყოფილა: ადონისი დაიღუპა ტახტზე ნადირობისას. ვენერას ცრემლებიდან დაიბადა ფრინტაც. 14. ფორთოხლის ხე - იგი წარმოადგენს მარადიული სიცოცხლის იმედის სიმბოლოს (ფორთოხალი მარადმწვანე მცენარეა)
#art
#events
#opinion
#photo
#sport
#funny
#crypto
#business
#design
#food
#news
#politics
#religion
#gaming
#goodplaces
0