, , როგორც საზოგადოებისათვის უკვე კარგად არის ცნობილი, კორონავირუსის (COVID-19) ყველაზე ხშირი სიმპტომებია ტემპერატურის მატება, მშრალი ხველა და სუნთქვის გაძნელება, თუმცა ვირუსის სიმპტომები და მიმდინარეობა თითოეულ პაციენტში ინდივიდუალურია. ჩინეთის მონაცემებით, კორონავირუსით (COVID-19) ინფიცირებული პაციენტების მხოლოდ ნახევარს აღენიშნებოდა ტემპერატურის მატება ჰოსპიტალიზაციისას, ზოგიერთს კი ცხელება ჰოსპიტალიზაციის მანძილზეც არ დაფიქსირებია. ინფიცირებული პირების მცირე ნაწილს ასევე აღენიშნებოდა ფაღარათი, გულისრევის შეგრძნება, პირღებინება, სუნთქვის გაძნელება და ტკივილი გულმკერდის არეში., ,
#news
#opinion
#კორონავირუსი