საქართველოში გამოჯანმრთელებულთა რიცხვი გაიზარდა

0
საქართველოში, კორნავირუსისგან კიდევ ოთხი ადამიანი გამოჯანმრთელდა - განაცხადათბილისის ცენტრალური ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის მარინა ეზუგბაიამ. ჟურნალისტებთან საუბრისას, მან ასევე აღნიშნა, რომ კორონავირუსით ინფიცირებულ ადამიანთა რაოდენობა დღე-ღამის განმავლობაში 7-ით გაიზარდა და აქედან 2 პირი ინფექციურ კლინიკაში მოათავსეს. მისივე თქმით, მათი კონტაქტები ცნობილია და ისინი აქამდე ინფიცირებული ადამიანები არიან. „დღე-ღამის განმავლობაში მხოლოდ 7 დადასტუსრებული შემთხვევაა. ამ 7-დან 2 ჩვენთან არის. ამჟამად სულ 9 კოვიდის მიმღები ცენტრია საქართველოში: ერთი ბათუმში, ერთი ქუთაისში და ერთი ზუგდიდში დაემატა. ამ 115 დაინფიცირებულიდან 51 ჩვენი პაცაიენტია, დანარჩენი სხვა კოვიდის მიმღებ დაწესებულებაში არიან გადანაწილებული. ერთი გამოჯანმრთელებული ადამიანი დაგვემატა, რომელმაც გუშინვე დატოვა ჩვენი ცენტრი. ჩვენ უკვე გვაქვს 19 გამოჯანმრთელებული შემთხვევა, 3 კი არის საჩხერეში და ჯამში გვყავს 22 გამოჯანმრთელებული ადამიანი, “- განაცხადა მარინა ეზუგბაიამ.
#კორონავირუსი
#მარინაეზუგბაია
#გამოჯანმრთელებული
#ინფიცირებული
#დარჩისახლში
#tbilisidaily
0