0
#ოჯახი
#ფსიქოლოგია
როგორ ავიცილოთ თავიდან ოჯახური კონფლიქტი: 10 რჩევა გამოიჩინეთ ინტერესი პარტნიორის მიმართ შეიცანით ის უკეთესად, დაინტერესდით მისი პიროვნებით, მოსაზრებით, გატაცებით, მიიღეთ მისი დადებითი მხარეები და გაუგეთ მის სისუსტეებს. სხვების გაგება მნიშვნელოვნად ამცირებს აგრესიის გაჩენის მიზეზებს. მოუსმინეთ მეუღლეს ყურადღებით. მოსმენის უნარი ხელს უწყობს კარგ კონტაქტს ადამიანებთან და ხშირად უფრო ღირებულია, ვიდრე საუბრის წარმართვა. ოჯახი ამ შემთხვევაში გამონაკლისი არ არის. სამსახურიდან დაბრუნებული მეუღლეს სიახლეების ქარიშხალს ნუ დაატეხავთ: სამსახურის ამბები, მეზობლების მდგომარეობა, გარდერობში სამოსის ნაკლებობა... ქმარს მხოლოდ გაჩუმება უწევს და საკუთარ აზრებს ვერ გიზიარებთ. ამიტომ ჯერ მოუსმინეთ მეუღლეს, შემდეგ გაუზიარეთ საკუთარი პრობლემები, ისაუბრეთ პარტნიორისთვის საინტერესო თემაზე, მოსაუბრე უნდა გრძნობდეს, რომ მას არამარტო უსმენენ, არამედ იგებენ მის საუბარს. ამიტომ იზრუნეთ საუბრის საინტერესო თემატიკაზე. ნუ გადააჭარბებთ კრიტიკაში. კრიტიკა არის ბუმერანგი, რომელიც დაბრუნდება უკან. კრიტიკა უნდა მოიცავდეს დადებით ელემენტებს, არ უნდა ეხებოდეს პარტნიორის ღირსებას, უნდა მოერიდოთ დაცინვას, პირდაპირ გაკრიტიკებას, მას თან უნდა ახლდეს პარტნიორის დადებითი თვისებების შექება. განკარგულება ფრთხილად გაეცით. ადამიანების უმრავლესობას არ უყვარს მბრძანებლობა, ვალდებულებების შეხსენება, განსაკუთრებით ცოლ-ქმრულ ურთიერთობასთან, ქორწინებასთან დაკავშირებულის. განკარგულების ნაცვლად დასვით შეკითხვა ან ითხოვეთ დახმარება. აღიარეთ საკუთარი შეცდომები. შეცდომების დროულად აღიარება და გამოსწორება თავიდან აგაცილებთ კამათს და კონფლიქტს. ხშირად შეაქეთ და გააიდეალეთ პარტნიორი. ხშირად ვლანძღავთ იმას, რაც არ მოგვწონს, ხოლო რაც მოგვწონს, იმაზე დუმილს ვამჯობინებთ. როცა ქმარს ცოლის მომზადებული კერძი მოსწონს, ის მას უხმოდ მიირთმევს. საწინააღმდეგო შემთხვევაში კი ის გამოთქვამს პრეტენზიებს. სასურველია საპირისპირო ტაქტიკის არჩევა. საუბრისას მოახდინეთპარტნიორის იდეალიზება. გაითვალისწინეთ სხვების მდგომარეობა, საკამათო საკითხებს ყველა თავისებურად უყურებს და აღიქვამს, მაგ. ქმარი იგვიანებს ვახშამზე და არც მადა აქვს, დაღლილი, განერვიულებული ვახშამს გვერდით გადადებს. განაწყენებული ცოლი სხვა ოთახში გადის, მეუღლეებს შორის დაძაბულობა ჩნდება. ცოლი ფიქრობს, რომ ქმარი არ აფასებს, ხოლო ქმარი ვერ ხვდება, რომ მას სასიამოვნო სიურპრიზის გაკეთება სურდა. საკუთარი თავი მეორე ადამიანის ადგილას ჩააყენეთ, მისი თვალით შეხედეთ სიტუაციას და პარტნიორის განცდებს, გამოიჩინეთ მეტი მოთმინება და თავიდან აიცილებთ კონფლიქტებს. არ იჩხუბოთ! დესტრუქციული კამათი არ გადაჭრის წარმოქმნილ პრობლემას, მხოლოდ აძლიერებს დაძაბულობას და უსამართლობის გრძნობას. ეს სრულ დუმილს არ ნიშნავს-მონაწილეობა მიიღეთ საუბარში, არ შეეწინააღმდეგოთ პარტნიორის მოსაზრებას, არ ეცადოთ მის უარყოფას, გალანძღვას, საკუთარი უპირატესობის წარმოჩენას და დამტკიცებას. ამგვარი ქცევა თქვენი სამართლიანი მოსაზრების მიღებას მეტად გაართულებს. ხშირად გაიღიმეთ! თავაზიანი ღიმილი კონფლიქტის საპირისპიროა. დიდსულოვნად მოღიმარი ადამიანი სხვებსაც უკარგავს ჩხუბის და ლანძღვის სურვილს, ჩნდება კეთილისმსურველი ურთიერთობა, განწყობა ადვილად გადაეცემა. ამიტომ თუ პარტნიორს ხშირად გაუღიმებთ, ისიც იგივეთი გიპასუხებთ. თავაზიანობაც ანალოგიურ რეაქციას იწვევს და ხსნის დაძაბულობას.
0