ქვეყნის ეკონომიკის მხარდაჭერისთვის 2 მილიარდი ლარი გამოიყო

0
მთავრობის გადაწყვეტილებით, ეკონომიკის მხარდასაჭერად 2 მლრდ ლარი გამოიყო. ეკონომიკის მხარდაჭერის გეგმის ძირითად მიმართულებებზე პრემიერ მინისტრმა, გიორგი გახარიამ უწყებათაშორისო საკოორიდანციო საბჭოს დღევანდელ სხდომაზე ისაუბრა. , , მთავრობის გადაწყვეტილებით, უკვე დღეის მდგომარეობით გამოიყო 2 მილიარდი ლარი ეკონომიკის პირდაპირი დახმარების თვალსაზრისით. ეს გახლავთ ის დახმარება, რომელიც მიმართული იქნება სამუშაო ადგილების შესანარჩუნებლად, ასევე კომპანიების შესანარჩუნებლად, კომპანიების მიმდინარე წარმოებების, მიმდინარე ბიზნესების შესანარჩუნებლად. ეს უკიდურესად მნიშვნელოვანია ჩვენთვის, რამეთუ კრიზისის ფაზის დაძლევისთანავე ქართული ეკონომიკა იყოს მზად სწრაფად განვითარდეს და აღადგინოს ის სასტარტო პოზიციები, რომელიც ჩვენს ეკონომიკას ჰქონდა წლის დასაწყისში. ამ მიმართულებით ერთმნიშვნელოვნად ჩვენი გადაწვეტილება გახლავთ ის, რომ ჩვენ მაქსიმალურს გავაკეთებთ ჩვენი ჯანმრთელობის უსაფრთხოების დაცვის პირობებში შევინარჩუნოთ მსხვილი ინფრასტრუქტურული პროექტები, სისტემური ინფრასტრუქტურული პროექტები ისევე, როგორც მხარი დავუჭიროთ და მივცეთ საშუალება სისტემურ წარმოებებს გააგრძელონ მუშაობა და მაქსიმალურად ხელი შევუწყოთ ეკონომიკის სისტემურ დარგებს“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა. პრემიერის განმარტებით, უშუალოდ კორონავირუსთან ბრძოლის ღონისძიებებისთვის კრიზისულ ბიუჯეტში 351 მლნ ლარია გათვალისწინებული და ეს თანხა აღნიშნულ 2 მილიარდში არ შედის.
#ბიუჯეტი
#ეკონომიკა
#პრემიერი
#გახარია
#საკოორდინაციოსაბჭო
#tbilisidaily
0