ნუარი და ნეონუარი ︱ჟანრი თუ სტილი კინემატოგრაფიაში ?

0

ჰოლივუდის კლასიკა და ნუარის ვიზუალური დანატოვარი თანამედროვე რეჟისორების სტილიზირებულ შემოქმედებაში.

რა არის "ნუარი" ? ვიღაც მას ჟანრს უწოდებს, ვიღაც - სტილს. დიდი ქალაქის ბნელი ქუჩები, ჩრდილების თამაში ეკრანზე, მთავარი გმირების უიმედო ცხოვრება, საბედისწერო ქალები - მოცემულმა ელემენტებმა, მე-20 საუკუნის შუა რიცხვებში, შექმნეს მთელი მიმდინარეობა კინემატოფრაფიაში, რომლის ფესვების "კრუტოი ამერიკული" დეტექტივებიდან, 40-50 წლებიდან მოდის. მოგვიანებით "შავი" ფილმები აღარ იყო მოთხოვნადი, ხოლო საკუთარი მოდიფიკაციის ხარჯზე შექმნეს ნეო-ნუარი. რით განსხვავდება თანამედროვე ნეო-ნუარი ძველისაგან ?

"ორმაგი დაზღვევა" 1944

ჟან-პოლ სარტრის რომანს "გულისრევა", გააჩნდა ის ღირებულებები, რომელიც დამახასიათებელია ნუარისთვის: პესიმისტური და ეგზისტენციალური ფილოსოფიით გაჯერებული ანტუან როკანტენის მონოლოგები ასახავდა ლირიკული გმირის მელანქოლიურ შეხედულებებს, რომლის აზრითაც "მოვლენები განზე მიედინება: არსაიდან ჩნდება ხალხი, შემდეგ მიდიან, და შენ დაძრწი ისტორიებში, რომელსაც არ აქვთ თავი და ბოლო - დამკვირვებელი შენგან იქნებოდა არაფრისმომცემი".
კინემატოგრაფიაში ნუარი 40-50-იან წლებში გახდა პოპულარული. საინტერესოა, რომ ზემოაღნიშნული "ორმაგი დაზღვევის" ავტორი, და ასევე სხვა ნუარ-ლენტის ლეგენდა "სანსეტ ბულვარი" - ბილი უაილდერი ევროპიდან ამერიკაში გაემგზავრნენ. ის იყო ავტორთაგან ერთ-ერთი პირველი, რომელმაც დააიგნორა ნუარის ჩარჩოები. მაგალითად, დონ ბერნემის - "დაკარგული უიკენდის" ერთ-ერთი პერსონაჟი - არც განგსტერია და არც მკვლელი, ხოლო სიუჟეტში არსად გვხვდება Femme Fatale. ფილმი შეიძლება დახასიათდეს, როგორც ფსიქოლოგიური დრამა, ადამიანის ნარცისიზმისა და ალკოჰოლური დამოკიდებულების შედეგად დაცემა.
ნეო-ნუარმა ჩამოყალიბება 60-იანი წლების დასასრულს და 70-იანი წლების დასაწყისში დაიწყო. როგორც წარსულში, ახალი სტილი აშშსა და ვიეტნამის დაპირისპირების, კენედის მკვლელობისა და "ჰეისის კოდექსის" გაუქმების შედეგად წარმოიშვა. დამაჯერებლობის არქონამ დღევანდელობაში და მომავალში ითამაშა მაყურებლის განწყობაზე და კინომატოგრაფებზე, რომლებიც ნუარზე იზრდებოდნენ.
"დიდხნიანი დამშვიდობება" - რობერტ ოლტმენის (1973 წელი) მაყურებელს აჩვენებს ძველმოდურ კერძო დეტექტივს, ელიოტ გულდის შესრულებით, რაც საკმაოდ უხეშად და "უკულტუროდ" ჩანს 70-იან წლებში. მისი სარკასტული ფრაზები ხაზს უსვამს ფილმის პაროდიულ ხასიათს, რომელიც დასცინის ნუარ-ფილმების კლიშეებს. ფილმი დაყრდნობილია ნეო-ნუარის კლასიკურ რომანზე, რომლის ავტორიც რეიმონდ ჩანდლერია, შემოქმედება თამაშობს შტამპებით, მაგალითად, წვიმიანი გარემოს ნაცვლად კადრში შემოდის ფერადი ლოს ანჯელესი.
0