http://pirveliradio.ge/index.php?newsid=140370
ინფექციური საავადმყოფოს დირექტორის, თენგიზ ცერცვაძის განცხადებით, ქვეყანაში კორონავირუსის შიდა გავრცელების დაფიქსირების გამო, შეიმუშავეს ტესტირების ახალი პროტოკოლი, რომელიც პრინციპულად განსხვავდება დღემდე მოქმედისგან და უფრო მეტ ადამიანს შეეხება.
ცერცვაძე განმარტავს, რომ აქამდე მხოლოდ იმ პირების ტესტირება მიმდინარეობდა, ვისაც ჰქონდა მწვავე რესპირაციული ინფექციის სიმპტომები ცხელებით ან ცხელების გარეშე და მოგზაურობის ისტორია ან კონტაქტი ინფიცირებულთან.
მისი თქმით, ახლა მათ დაემატებიან უსიმპტომო პირები "რისკის ქცევებით", ანუ ისინი, ვისაც აქვს მოგზაურობის ისტორია და ჰქონდა კონტაქტი ინფიცირებულთან, მათ შორის, ჯანდაცვის მუშაკები. ასევე, ისინი, ვისაც აქვს სიმპტომები, მაგრამ არ აქვს "რისკის ქცევა" და არც მოგზაურობის ისტორია.
"სამივე პაკეტის მასიური გამოკვლევა რომ მოხდეს, არ იქნება ეფექტური, რომ ყველა მათგანი გამოვიკვლიოთ PCR ძვირადღირებული და მაღალტექნოლოგიური სისტემით ან სწრაფი მარტივი მეთოდით, რომელიც ნაკლებსაიმედოა მთელ მსოფლიოში, მაშინაც კი თუ ეს ტესტები ხარისხიანია", - განაცხადა მან.