ქვეყანაში ინფექციის გავრცელების პიკი 2-3 კვირაში დადგება

0
http://pirveliradio.ge/index.php?newsid=140371 ჩემი პირადი პროგნოზით, რომელიც არ ეფუძნება რაიმე მტკიცებულებებს, ქვეყანაში ინფექციის გავრცელების პიკი 2-3 კვირაში დადგება, შენარჩუნდება კიდევ სამი კვირა და მერე წავა დაბლა-აღნიშნული განცხადება, თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა თენგიზ ცერცვაძემ, ტელეკომპანია "რუსთავი2"-ში საუბრისას გააკეთა. "ჩვენთან ინფექციის რაოდენობა მოიმატებს, სამწუხაროდ, გაჩნდება ციფრები იმ ძალიან საპატიო გრაფაში, სადაც გვიწერია - 0, ეს არის გარდაცვალების შემთხვევები, გაჩნდება ლეტალობა, მაგრამ შევინარჩუნებთ დისტანციას ევროპის წამყვანი ქვეყნებიდან, ანუ ჩვენთან იქნება მასობრივი გავრცელება, მაგრამ ეს იქნება ასეულები, და არა ათასეულები და ათეულ ათასეულები, ხოლო როდის დამთავრდება და როგორ მოვერევით, ეს უფრო რთული კითხვაა, არავინ იცის როგორ მოიქცევა კორონავირუსი, რადგან ახალი ვირუსია. ჩემი პირადი პროგნოზით, რომელიც არ ეფუძნება რაიმე მტკიცებულებებს, ქვეყანაში ინფექციის გავრცელების პიკი 2-3 კვირაში დადგება, შენარჩუნდება კიდევ სამი კვირა და მერე წავა დაბლა, "-განაცხადა ცერცვაძემ.
0