პირველი დილა გათენდა გორში კომენდატის საათის შემდგომ, ჯერ ჯერობით უცნობია, განვლილ საღამოს მოხდა თუ არა აკრძალვის დარღვევა ან ვინმეს დაჯარიმება, თუმცა საინტერესო იყო ქალაქის ნახვა განვლილი ღამის შემდგომ.
ერთი რაც ჩანს გუშინდელთან შედარებით დღეს დილის საათებში გორში მოძრაობა შედარებით აქტიური იყო. გამორიცხული არაა ამის მიზეზი, სწორედ კომენდატის საათი იყოს.
მოსახლეობა ცდილობს აკრძალვის ამოქმედებამდე მოასწროს საკუთარი მიზნებისთვის გამოსვლა, ეს იქნება საყიდლები თუ ბანკის მომსახურებით სარგებლობა. ფაქტია, გუშინ დღის შუა ნაწილში, გორში მოქალაქეთა გადაადგილება მცირე იყო და იქაც კი სადაც მუდმივად არის მანქანების ინტენსიური მოძრაობა, იშვიათად თუ გამოჩნდებოდა მგზავრი.
დღეს ცოტა სხვა სურათი დაგხვდა. შედარებით გადატვირთული იყო გზები, მაღაზიებთანაც მცირე რიგები იყო და ბანკებთანაც. ცხადია რიგებს განაპირობებდა, მომხამრებლის ნაკადის კონტროლი, თუმცა გუშინ ასეთი სურათი არ გხვდებოდა.
#კომენდანტისსაათი
#კორონავირუსი
#GORIDAILY