საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ კორონავირუსთან დაკავშირებით შექმნილ საკოორდინაციო საბჭოს სდომაზე საქართველოს ყველა მოქალაქეს, განსაკუთრებით კი თბილისელებს მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ ისინი გაგებით მოეკიდნენ გუშინდელი დღის ღონისძიებებს, განსაკუთრებით კი 21:00 საათის შემდგომ.
, , ეს უკიდურესად მნიშვნელოვანია ჩვენთვის, რამეთუ აჩვენებს, თუ როგორ გვაქვს ჩვენ ერთობლივად აღქმული ის პასუხისმგებლობა, რომელიც ჩვენი საერთო პასუხისმგებლობაა, არა მხოლოდ მთავრობის, არამედ, ამ ქვეყნის თითოეული მოქალაქის და პირველ რიგში, ეს გახლავთ პასუხისმგებლობა ერთმანეთის მიმართ, ჩვენი მშობლების, ჩვენი უფროსი თაობის მიმართ. ეს არის ერთადერთი საშუალება, რითაც ჩვენ შევძლებთ, სწრაფად გავუმკლავდეთ ამ გამოწვევას“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.
#გიორგიგახარია
#მთავრობა
#პრემიერი
#კომენდანტისსაათი
#tbilisidaily