რა არის ემპათია?

0
ემპათია არის უნარი განიცადო და შეიგნო მეორე ადამიანის ტკივილი თუ განცდები, მისი ფსიქოლოგიური მდგომარეობა, შესაბამისად თანაუგრძნო მას. დღევანდელ გამოწვევასთან გამკლავებაში სწორედ ემპათია გვჭირდება. ახალ კორონავირუსთან ბრძოლაში არა მარტო საკუთარ ჯანმრთელობაზე და სიცოცხლეზე გვიწევს ფიქრი, არამედ ერთმანეთზე, მეტადრე კი რისკ ჯგუფის ადამიანებზე. სხვათაშორის მშვიდობის ჟამს ემპათიის დეფიციტს მივყავართ ხოლმე პრობლემების გამწვავებამდე: როცა ქალებზე ძალადობა მხოლოდ დაჩაგრული ქალების საქმე გვგონია; როცა შშმ პირების პრობლემები მხოლოდ მათი პრობლემები გვგონია; როცა სოციალურად დაუცველი ადამიანების გასაჭირი მხოლოდ მათი პირადი სატკივარი გვგონია; შეიძლება ითქვას რომ მხოლოდ ემპათიის არსებობის პირობებში შევდგებით საზოგადოებად; ისე კი უბრალოდ კონკრეტულ ტერიტორიაზე დასახლებული ადამიანების ერთობლიობა ვიქნებით.
0