მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება მოქალაქეებს კომუნალური გადასახადები გადაუხადოს. სამი თვის განმავლობაში საყოველთაო კარანტინის პერიოდში მოსახლეობა არ გადაიხდის როგორც წყლის ასევე დასუფთავების გადასახადს.
გადაწყვეტილება შეეხება იმ ოჯახებს , რომლებიც თვის განმავლობაში 200 კილოვატზე ნაკლებ ელექტრო ენერგიას და 200 კუბამეტრზე ნაკლებ ბუნებრივ აირს მოიხმარს.
„ეს დახმარება არის პირდაპირ მიმართული თითოეულ მოქალაქეზე, რომელიც ჩვენ მთავრობის ფარგლებში მივიღეთ და გვესმის, რომ ეს არ იქნება საკმარისი. რა თქმა უნდა, გვესმის, რომ ჩვენ უნდა მოვახდინოთ თითოეული მოქალაქის იდენტიფიცირება, რომელმაც დაკარგა სამსახური და ამის შემდგომ ჩვენ გვექნება სპეციალური ღონისძიებები მათი პირდაპირი დახმარებისთვის, “- განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
#გადასახადები
#კორონავირუსი
#თბილისისმერია
#TBILISIDAILY