მალაიზიის სამინისტრო კარანტინის დროს ქალებისთვის გაცემული რჩევების გამო ბოდიშს იხდის

0
მალაიზიის ქალების, ოჯახისა და საზოგადოების განვითარების სამინისტრო კარანტინის პირობებში ქალებისთვის მოწოდების - "გაიკეთონ მაკიაჟი და არ გააღიზიანონ მეუღლეები" ბოდიშს უხდის. ამის შესახებ theguardian-ი იუწყება. ბრიტანული გამოცემის თანახმად, სამინისტროს თქმით, ქალებისთვის სახლში მაკიაჟის ტარებისა და მორჩილი ქცევის რეკომენდაცია თვითიზოლაციის პერიოდში ოჯახში პოზიტიური ურთიერთობის შენარჩუნებას ისახავდა მიზნად. მალაიზიის ქალთა სამინისტრო ბოდიშს იხდის და მოსახლეობას მომავალში მსგავსი განცხადებების გაკეთებისას სიფრთხილეს ჰპირდება. მეუღლეებთან ურთიერთობის სპეციალური რეკომენდაციები ქალებს მალაიზიის სამინისტრომ მას შემდეგ გასცა, რაც მთავრობამ ხალხს COVID-19-ის გავრცელების პრევენციის მინიზნით სახლში დარჩენისკენ მოუწოდა.
#politics
#news
#კორონავირუსი
#coronavirus
0