ვირუსის გავრცელება სურსათზე თეორიულად შესაძლებელია, თუმცა ალბათობა დიდი არაა-ცერცვაძე

0
http://pirveliradio.ge/index.php?newsid=140382 ვირუსის გავრცელება სურსათზე თეორიულად შესაძლებელია, თუმცა ალბათობა დიდი არაა- განაცხადა ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა თენგიზ ცერცვაძემ, "რუსთავი2"-ში სტუმრობისას. ” რაც შეეხება ზედაპირებზე და ჰაერში გავრცელებას, ეს არის წვეთოვანი ინფექცია. ამოფრქვეული ვირუსის ნაწილაკები შეწვეთილია შხეფებში, რომელთა დიამეტრიც 5 მიკრონზე მეტია, და ამიტომ ის ჰაერში „ვერ დაფრინავს“. ის დიდხანს ვერ რჩება ჰაერზე და ვერ ვრცელდება დისტანციაზე. სწორედ ამიტომ არის საჭირო სოციალური დისტანციის დაცვა. კორონავირუსი არ არის ჰაეროვანი ინფექცია, ეს არის წვეთოვანი, შხეფებით უნდა გავრცელდეს, ან დაბინძურებული ზედაპირით. სურსათთან მიმართებით, თეორიულად შესაძლებელია, თუ მოვიდა მომხმარებელი მარკეტში და დაცააცემინა ან დაახველა, ამოაფრქვია ეს შხეფები და მოხვდა სურსათზე, შესაძლებელია ვირუსის გავრცელება თეორიულად, თუმცა ამის ალბათობა დიდი არ არის”-ამბობს ცერცვაძე.
0