http://pirveliradio.ge/index.php?newsid=140388
CNN-ის წამყვანს, ქრის ქუომოს კორონავირუსი დაუდგინდა.
„ეს რთული დროება კიდევ და კიდევ უფრო რთულდება დღითი დღე. ახლახანს გავიგე, რომ კორონავირუსი მაქვს. იმედი მაქვს ჩემს შვილებს და კრისტინას არ გადავდე, თორემ ეს დაავადებაზე უარესი იქნება“, - დაწერა წამყვანმა „ტვიტერის“ საკუთარ გვერდზე.
ინფორმაცია დაადასტურა თავად ნიუ-იორკის გუბერნატორმა. ცნობისთვის, ისინი ძმები არიან.
„ეს ვირუსი ყველას ათანაბრებს. ჩემს ძმას, საუკეთესო მეგობარს ვირუსი დაუდგინდა. ის ახალგაზრდაა, ძლიერი - შეიძლება არც ისე ძლიერი როგორც თავად ფიქრობს, მაგრამ, კარგად იქნება“, -აღნიშნა გუბერნატორმა.