ბათუმში 20 ადამიანს კორონავირუსი არ დაუდასტურდა

0
ბათუმში 20 ადამიანს კორონავირუსი არ დაუდასტურდა. "ბათუმელების" ინფორმაციით, გუშინ, 31 მარტს აღებული ყველა პასუხი უარყოფითია. დღის ბოლომდე გახდება ცნობილი კიდევ 5 ადამიანის ტესტების პასუხი. ამ დროისთვის ბათუმში 8 პაციენტი მკურნალობს კორონავირუსზე. საქართველოს მასშტაბით, 22 ადამიანი უკვე გამოჯანმრთელდა კორონავირუსისგან. დღეისთვის, საერთო ჯამში, 115 შემთხვევაა დარეგისტრირებული, 5106 ადამიანი კი კარანტინის რეჟიმშია
0