გაუვალი ბილიკებით მიუყვება- მატერიაში გამომწყვდეული, არამატერიალური სილამაზე-მთის ბილიკს.
შიგადაშიგ ოხრავს და საკუთარ განვლილ გზას იხსენებს.იხსენებს იმასაც, თუ რამ აქცია ამად და რატომ
გახდა ის ვინც არის. იხსენებს იმ სიმაღლეს რომელზეც იდგა და გრძნობს იმ მიწას ფეხქვეშ , რაზეც გადის .
მან უმთავრესი კანონი დაარღვია.იგი არის ის, ვინც გააძევეს. იგია ის ვინც დედამიწის ყველა პრობლემას
საკუთარ თავს აბრალს.იგია წინააღმდეგობა კაცსა და ღმერთს შორის.
ბილიკი მიუვალი და უღრანი ხდება, გზები ეკალბარდებით არის მოცული. მის ნატიფ ტერფებს სისხლის
კვალი დამჩნევიათ, მის გულს დაღდასმული სიყვარულის კვალი. თითქოს მას არაფერი ჩაუდენია ცუდი,
მან სიყვარული გასცა , გააკეთა ის რასაც თავად შემოქმედი ღაღადებდა , მაგრამ მას ზემოთ არ აპატიეს ის,
რისაც ყველაზე მეტად ეშინოდა- შეიპყრო ადამიანურმა გრძნობამ, მას შეუყვარდა.იგი დადგა სამჯავროზე
სიყვარულის გამო. მხოლოდ იმიტომ რომ გააკეთა ეს წუთისოფელში ყველაზე დიდი გრძნობის გულისთვის.
ახლაც მწარედ ახსენდება სამჯავროს პასუხი მის გრძნობაზე, მას შეეძლო დაბრუნებოდა სიმაღლეს, რომელსაც
ვერცერთი მოკვდავი ვერ მიაღწევდა.ასევე შეეძლო გამხდარიყო მოკვდავი მხოლოდ იმიტომ , რომ იგრძნო ღვთაება
იმ არსებაში რომელიც შემოქმედმა შექმნა.წითელი მწველი სითხე უფრო და უფრო ხშირად ჩანს მის სხეულზე, ცამ
პირი შეკრა მის წინააღმდეგ და სეტყვა დაუშინა. მისი სხეული იფლითება, კვდება, მაგრამ იგი დაჟინებით და ჯიუტად აგრძელებს
გზას, ისევ წარმოსახვაში იხსენებს მას ვინც აიძულა დაცემა. იხსენებს წლებს, რომელიც გაიღო მოკვდავთა სამყაროსთვის.
ქარიშხალი, სეტყვა არ ცხრება .ეს ქარიშხალი გამოხატავს მის ხასიათს .იგი ბობოქრობს მთის კალთებზე... დათარეშობს,
სხეულს ებრძვის, სხეული ისევ აგრძელებს გზას , მუხლებზე ეცემა, მაგრამ მიანც წინ მიდის , არ ცხრება , არ ჩერდება.
სულ ცოტაღა დარჩა და მიაღწევს იმ სანუკვარ ადგილს რის გამოც უსასრულობას სახეში შეაფურთხა. მისი მატერია იგლიჯება,
ლპება , მაგრამ სული დიახ სული, აგრძელებს გზას. ქარიშხალი საკუთარ ძალას აჩვენებს, დაცემულს- ქარის სეტყვა ეხეთქება მის
სპეტაკ სხეულს და სხეული ეცემა, ეცემა საფლავის ქვაზე. ძალა გამოცლილი მისი მატერია ლპება. ახლა უკვე მისი სული თარეშობს ბუნებაში.
დაცემული აღარ არსებობს , მან შეწყვიტა სუნთქვა . მან დაამთავრა საკუთარი ციკლი. მან სახეში შეაფურთხა უსასრულობას.იგი ანგელოზია. ანგელოზი
, რომელიც წუთისოფელში უდიდესი გრძნობის გამო დაეცა.
მზიანი დღე დადგა, მთის წვერში მზე ანათებს სხეულს, სპეტაკ სხეულს. ეს დაცემული ანგელოზის ნეშთია .
ანგელოზის, რომელმაც დატოვა სიმაღლე და გახდა მოკვდავი.ანგელოზის, რომელმაც შეძლო და უსასრულობას სახეში შეაფურთხა!