გუშინდელი მონაცემებით, ცხინვალში 30-ზე მეტ ადამიანზე ჩატარდა COVID-19 ტესტირება. ამჟამინდელი ინფორმაციით, ტესტებზე პასუხი უარყოფითია. ასევე, როგორც იქაური მედია იუწყება, რეგიონში ხუთი სისტემის ტესტია, რომელიც საკმარისი იქნება 500 კვლევაზე. ამ დროისთვის იზოლაციაში და დაკვირვების ქვეშ, 180 მოქალაქე იმყოფება, აქედან ექვსი სტაციონარში. ამასთან, ცნობილი გახდა, რომ კორონას ახალი ვირუსის პირველი ორი შემთხვევა დაფიქსირდა ჩრდილოეთ ოსეთში.
შეგახსენებთ, 28 მარტის განკარგულებით, შემოღებული იქნება დამატებითი ზომები, რომელიც გასტანს 13 აპრილამდე, მანამდე კი ე.წ. სამხრეთ ოსეთის ხელისუფლებამ, საქართველოსთან ყველა გამშვები პუნქტი დაკეტა.
#კორონავირუსი
#ცხინვალი
#GORIDAILY