საკარანტინო პუნქტები
771 Views
Sokhumi Daily
Sokhumi · 5 months ago

საზღვარგარეთიდან ჩამოსულთათვის ვალერი ბგანბამ აფხაზეთში საკარანტინო პუნქტები მოაწყო.

შეგახსენებთ, რომ 28 მარტიდან აფხაზეთში მოქმედებს საგანგებო მდგომარეობა. ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა, ვალერი ბგანბამ ხელი მოაწერა ბრძანებულებას საკარანტინო პუნქტების ორგანიზების შესახებ იმ მოქალაქეებისთვის, რომლებიც ჩადიან ქვეყნებიდან, სადაც კორონავირუსული ინფექციის შემთხვევებია დაფიქსირებული.

საკარანტინო პუნტქები იქნება:

გაგრის რეგიონში - დასასვენებელი სახლის "ფსოუ" ბაზაზე;

გუდაუთის რაიონში - "ჩერნომორეცის" პანსიონის ბაზაზე;

სოხუმში - ტურისტული სასტუმროს "აიტარის" ბაზაზე;

ოჩამჩირი რაიონში - ჭიდაობისა და კრივის "აბირლაშ"ის სპორტული სკოლის ბაზაზე;

გალში - კულტურის სახლის ბაზაზე.

#საკარანტინეზონები #კორონავირუსი #SOKHUMIDAILY
Sokhumi Daily
Sokhumi · 5 months ago
7
Write a comment