0
გორის მერის მოადგილები სხვადასხვა ორგანიზაციებისა და ფიზიკური პირების მიერ შემოწირული საკვები პროდუქტების განაწილებას აგრძელებენ. ერასტი ელიჯარაშვილი და პაატა ივანიშვილი უსახსროდ დარჩენილ მოსახლეობას სურსათის პაკეტებს ეტაპობრივად ურიგებენ. გორის მერია ქველმოქმედებისთვის მადლობას უხდის შპს „ბალა ჰაუსს“, მცირე მეწარმეებს მერაბი და გიორგი ქავთარაძეებს, მოსაწევი თუთუნის ფირმა „კეოფსს“, მარინა ტაველიძეს, დავით და მაია წეწვაძეებს.
#შემოწირულობა
#დახმარება
#გორისმერია
#goridaily
0