http://pirveliradio.ge/index.php?newsid=140403
იტალიაში კორონვირუსით 66 ექიმი დაიღუპა, ხოლო ჯანდაცვის სფეროს 9 000 მუშაკი დაინფიცირდა. ინფორმაციას ჯანდაცვის მონაცემების ეროვნული ინსტიტუტი ავრცელებს.
„არის კიდევ შემთხვევები, როცა ბევრი ექიმი უეცრად იღუპება, ისე, რომ პირდაპირ ვირუსთან ვერ დავაკავშირებთ, რადგან ტესტი არ გაუვლიათ“, - აცხადებენ ორგანიზაციაში. მათივე თქმით, ექიმების გარდაცვალების ერთ-ერთი მიზეზი საკმარისი აღჭურვილობის უქონლობაა.
ცნობისთვის, იტალიაში ამ დროისთვის კორონავირუსის 105 782 შემთხვევაა გამოვლენილი. დაღუპულთა რიცხვმა ქვეყანაში 12 420-ს გადააჭარბა.