გოგი წულაია დააპატიმრეს

0
რამდენიმე წუთის წინ ქუთაისელი პოლიტიკოსი გოგო წულაია ქალაქის ცენტრში პოლიციელისთვის სიტყვიერი შეურაცხყოფის ბრალდებით დააპატიმრეს. სამართალდამცველმა მას ბრალდება გააცნო: "პოლიციელის სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულების დროს პოლიციელისთვის სიტყვიერი შეურაცხყოფის მიყენება, რაც გამოიხატა თქვენგან ფრაზით "დედას გიტირებთ" არის ადმინისტრაციუდლი სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლით გათვალისწინებული სამართალდარღვევა, რაც ითვალისწინებს ადმინისტრაციულ პატიმრობას, რომელიც უნდა დაგეკისროთ სასამართლოსგან ჯარიმის ან პატიმრობის სახით. ამისთვის თქვენ აქვე დაკავებული ხართ" წულაია პოლიციის მანქანაში სიცილით ჩაჯდა და "მეგატივის" ჟურნალისტის შეკითხვას თუ რას აპირებდა ასე უპასუხა: " არაფერს, ხო არ "გევიქცევი" #გოგიწულაია
#kutaisidaily
0