საქართველოს ანტისხეულზე დამყარებული 4 ათასი ტესტი და ანტიგენზე დამყარებული 2 ათასი სწრაფი ტესტი აქვს

0
ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას განცხადებით, დროისთვის საქართველოში არის ანტისხეულზე დამყარებული 4 ათასი ტესტი და ანტიგენზე დამყარებული 2 ათასი სწრაფი ტესტი. მისივე თქმით, უმოკლედ ვადაში ქვეყანაში დამატებით კიდევ 2 000 ანტიგენძე დამყარებული ტესტი შემოვა, რომლის ჩატარება ანალიზატორის გარეშეა შესაძლებელი და რომელსაც კლინიკები გამოიყენებენ. „ამ დროისთვის ქვეყანაში არის ანტისხეულზე დამყარებული 4 ათასი ტესტი, რომელიც იძლევა იმუნოგლობური M-ის და G-ის განსაზღვრის საშუალებას. ასევე არის 2000 ანტიგენზე დამყარებული სწრაფი ტესტი, რომელსაც სჭირდება ანალიზატორი, იმისათვის, რომ ეს ტესტი ჩატარდეს. გარდა ამისა, უმოკლეს ვადაში ველოდებით დამატებით კიდევ 2 000 ანტიგენ ტესტს, რომლის გაკეთება უკვე ანალიზატორის გარეშე არის შესაძლებელი და მისი გამოყენება კლინიკების მიერ მოხდება მარტივად. თითოეულ კლინიკაზე უკვე გამოყოფილია ის ლაბორატორია, რომელიც გარდა ლუგარის და სხვა ლაბორატორიებისა, გააკეთებს საკონტროლო ტესტირებას. ამ შემთხვევაში ჩვენ თავდაპირბელად მაინც აუცილებლად მოგვიწევს ხარისხის დასაზუსტებლად კონტროლის მექანიზმის გამოყენება და დადებითი პასუხის გადამოწმება PCR ტესტირებით. ეს სქემა უკვე აწყობილია, “ - განაცხადა გაბუნიამ.
#კორონავირუსი
#სწრაფიტესტი
#თამარგაბუნია
#tbilisidaily
0