2 votes
0 comments
0 shares
Save
226 views
Gvantsa Gagnidze
Kutaisi · 3 months ago

Gvantsa Gagnidze
Kutaisi · 3 months ago
Similar Posts
Kutaisi Daily
Kutaisi · 1 week ago
ვინ იყო სილამაზის ეტალონად აღიარებული ქალბატონი?
სილამაზის დედოფლად აღიარებულ ამ ქალბატონს ქუთაისში „გვირილობის“ დღესასწაულის დამაარსებლად მიიჩნევენ. მისი თაოსნობით მაისის პირველი ორი დღის განმავლობაში „გიმნაზისტკები“ ქველმოქმედების მიზნით გვირილებს ყიდდნენ და აღებული შემოწირულობებით ტუბერკულოზით დაავადებულებს ეხმარებოდნენ. საშა ჩიქოვანი გიმნაზიელებს საკუთარი ხელით ურიგებდა ცოცხალ გვირილებს. ამბობენ, რომ გიმნაზიელები ჩუმად იხსნიდნენ მიმაგრებულ ყავავილებს, რომ ხელახლა შეხვედროდნენ საშა ჩიქოვანს. საკინძეზე მიმაგრებული ყვავილი შემდეგ ქუთაისის სიმბოლოდ იქცა. საშა (ალექსანდრა) ჭილაია 16- 17 წლის გოგონა ყოფილა, როცა თავად ჩიქოვანს მშობლიური სოფლიდან ჩამოუყვანია, მისთვის კარგი განათლება მიუცია, ინტელიგენტ ქალად უქცევია და შემდეგ ცოლადაც შეურთავს. სილამაზის და განათლების წყალობით საშამ მალევე დაიკავა შეუცვლელი ადგილი ქუთასისის საზოგადოებაში. სწორედ ის იყო ერთ-ერთი იმ ქუთაისელ ქალბატონთაგანი, რომელზეც ამბობდნენ - პარიზში როცა ახალი კაბის მოდელი შემოვიდოდა, ერთ კვირაში ეს კაბა ქუთაისელ ქალებს ეცვათო. სწორედ ასეთი ძვირფასი პარიზული ნაჭრით შეუკერავს ერთხელაც კაბა საშას, მორიგი მეჯლისისთვის. სხვა ქალსაც, საშას ჯიბრზე, იმავე ქსოვილისგან შეუკერავს კაბა. საშამ ეს გაიგო და როცა ეს მოქიშპე ქალბატონი და სხვა სტუმრები მიღებაზე მივიდნენ, ეს ქსოვილი შპალერად გაკრული დახვედრიათ#საინტერესო #ისტორია #პიროვნება #kutaisidaily #ხელოვნება
Gvantsa Gagnidze
Mestia · 10 months ago
უშბა ❤️❤️
Kutaisi Daily
Kutaisi · 2 weeks ago
კანონიერი ქურდის - ვანიკ ქუთაისელის გარდაცვალების შესახებ რუსული გამოცემა იუწყება
,,Прайм Крайм"-ის ცნობით ქუთაისში 82 წლის კანონიერი ქურდი ვანიკ კაზაიშვილი გარდაიცვალა, რომელიც კრიმინალურ წრეებში ცნობილი იყო , როგორც ვანიკ ქუთაისელი. სააგენტოს ცნობით ის მიმდინარე წლის პირველ აპრილს გარდაიცვალა. კაზაიშვილი დაიბადა 1938 წელს თერჯოლის რაიონში .საბჭოთა საქართველოს კრიმინალურ ისტორიაში ვანიკ ქუთაისელი ხელმძღვანელობდა ყველაზე გახმაურებულ საქმეს , რომლის გახსნაშიც მთავარი როლი საბჭოთა საქართველოს გმირმა გენერალ-პოლკოვნიკმა, ალექსი ინაურმა ითამაშა. ბოლოჯერ კაიზაიშვილი დაპატიმრებული იყო 2012 წელს, ქუთაისში . მას 10 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა გამოძალვის გამო. მას შემდეგ რაც შეიცვალა მიხეილ სააკაშვილის მთავრობა,ვანიკ ქუთაისელს,ისევე როგორც ძალიან ბევრ კანონიერ ქურდს შეეხო ამინისტია - წერს რუსული სააგენტო .#საინტერესოფაქტები #საქართველო #რუსეთი #ქურდობა #kutaisidaily#ახალიამბები #პოლიტიკა
Kutaisi Daily
Kutaisi · 3 days ago
ვინ იყო აგრაფინა კისკისა?
აგრაფინა ჯაფარიძე 1855 წლის 26 ოქტომბერს დაიბადა. ის თავად ჯაფარიძეთა იმ შტოს ეკუთვნოდა, რომელიც ზემო რაჭაში სოფელ ონჭევში სახლობდა. აგრაფინას დედ-მამას კონსტანტინეს და მელანიას (ისიც ჯაფარიძე იყო) კიდევ ერთი ქალიშვილი ჰყავდათ. კონსტანტინე 1860 ნელს 26 წლისა გარდაიცვალა და მელანია ქალიშვილებთან ერთად გადასახლდა ქუთაისში. აქ ის 1864 ხლის 2 ნოემბერს მეორედ გათხოვდა დაქვრივებულ აზნაურ გიორგი იოსელიანზე. აგრაფინა ქუთაისის წმინდა ნინოს სასწავლებელში მიაბარეს, სადაც, სხვათა შორის, სწავლობდა ნიკო ნიკოლამის დასთან, ოლიმპიადასთან ერთად. 21 ნლის აგრაფინა გათხოვდა თავად ტარიელ დადიანზე, რომელსაც პირველი ცოლი სოფიო შარვაშიძე გარდაცვლოდა და 4 შვილს ზრდიდა. აგრაფინას ბედი ძირეულად შეიცვალა 80-იანი წლების დამდეგს. ამ დროს ქუთაისში დაბანაკდა ყუბანის კაზაკ ცხენოსანთა პოლკი ფლიგელ-ადიუტანტის პრინც კონსტანტინე ოლდენბურგის მეთაურობით (1881-1887 წწ.), უცოლო პრინცი ოლდენბურგი ქუთაისელი ლამაზმანების ყურადღების ცენტრში მოექცა, მაგრამ ის მხოლოდ ერთი ქალით დაინტერესდა. ქუთაისში მის პატივსაცემად გამართულ წვეულებაზე მოიხიბლა აგრაფინა ჯაფარიძით. მაგრამ აგრაფინა ქმრიანი ქალი იყო. ამბობენ, რომ აგრაფინას მიმართ ოლდენბურგის ყურადღებით გაბეზრებულმა თავადმა ტარიელ დადიანმა ხმალს ივლო ხელი, მაგრამ კეთილმოსურნეებმა გააჩერეს - ძვირად დაგიჯდებაო. იმასაც ამბობენ, თითქოსდა ნარდში, ანდა ბანქოში წააგო ფული ტარიელმა და, ვალის გადახდის სანაცვლოდ, ოლდენბურგმა აგრაფინასთან განშორება მოსთხოვა. სხვა ვერსიით, დადიანი დიდხანს უარზე იყო, ვიდრე თავის თავზე არ აიღო განქორწინებისთვის საჭირო ბრალი და სათანადო კომპენსაციაც მიიღოო. მაგრამ ჭეშმარიტება მაშინაც კი არავინ იცოდა, ეს ყველაფერი ჭორები იყო და თანამედროვენიც ამ ჭორებს მოგვითხრობდნენ, ერთი დეტალის - მილიონი ოქროს თუმნის გარდა. დადიანი საბოლოოდ დათანხმდა, გაშორებოდა ცოლს. ახლად დაბადებული ქალიშვილი მენიკი დადიანებმა წაიყვანეს და მერე, დედასთან მისი ურთიერთობის შესახებ არაფერია ცნობილი. ქუთაისელი კნიაჟნები მზად იყვნენ "ერთ კოვზ წყალში ჩაეხრჩოთ აგრაფინა”(ე. თავბერიმე ), რომელმაც მათ იმედებს ცივი წყალი გადაასხა და გულისტკივილს მხოლოდ იმით იქარვებდნენ, რომ სალონებში გიტარაზე აკვნესებდნენ: "აგრაფინა კისკისაო, დადიანმა პრინცს მისცაო." პრინცმა ოლდენბურგმა და აგრაფინა ჯაფარიძემ 1882 წლის 20 ოქტომბერს დაიწერეს ჯვარი. ამ ქორწინებით უკმაყოფილო დარჩა ნიკოლოზ II და რუსეთის საიმპერატორო კარი. მაგრამ, როცა პეტერბურგში კონსტანტინემ თავის მეუღლე წარუდგინა იმპერატორს, ნიკოლოზი აღფრთოვანებული დარჩა მისი მშვენიერებით. ქორწინებამ შეცვალა კონსტანტინე ოლდენბურგი, ის დასერიოზულდა და ბიზნესს მოჰკიდა ხელი. ქუთაისში ბალახოვანის (ამჟამად წერეთლის) ქუჩაზე მან იყიდა დიდი ფართობი და გახსნა კონიაკისა და შამპანურის ქარხანა, გამოიწერა ფრანგი მეღვინეები და საქმე კარგად ააწყო. ქარხანა დიდძალ შამპანურსა და კონიაკს ამზადებდა საექსპორტოდ. ქუთაისში ცოლ-ქმარი 14 წელი ცხოვრობდა ოლდენბურგის მიერ აშენებულ ორსართულიან ეზოიან სახლში ანგლისკაიას ქუჩაზე, რომელსაც, მის პატივსაცემად, ოლდენბურგის სახელი ეწოდა (ახლანდელი ტაბიძის ქუჩა, №20). ჩვენს დროში იქ ქუთაისის უნივერსიტეტის ბიბლიოთეკა განთავსდა. იქვე ახლოს (№27) მან ააგო ადმინისტრაციული შენობაც, რომელშიც, ქუთაისის დატოვების შემდეგ, ჩერდებოდნენ ქუთაისის გუბერნატორები. მოგვიანებით იქ სახელმწიფო უშიშროების სამსახურმა დაიდო ბინა. გოჩა ჯაფარიძე - ,,ჩვენი მწერლობა" ________________ თქვენ ამ სტატიას კითხულობთ პლატფორმა Feedc -ზე. Feedc არის ახალი მედია პლატფორმა, სადაც შეგიძლიათ გაეცნოთ ჩვენს სტატიებს. აპლიკაციის გადმოსაწერად დააჭირეთ ამ ბმულს: download.feedc.comnews opinion პიროვნება kutaisidaily
Kutaisi Daily
Kutaisi · 1 week ago
რას ამბობს ქუთაისის საგამოცდო ცენტრიდან გამოსული პირველი აბიტურიენტი?
ერთიანი ეროვნული გამოცდები 2020 მთელი საქართველოს მასშტაბით 24 საგამოცდო ცენტრში მიმდინარეობს. თბილისის 173-ე საჯარო სკოლაში განთავსებული საგამოცდო ცენტრიდან პირველი აბიტურიენტი 10:19 წუთზე გამოვიდა. ხოლო პირველი აბიტურიენტი ,რომელიც ქუთაისის საგამოცდო ცენტრიდან გამოვიდა, ამბობს რომ არაფერი დაუწერია. ________________ თქვენ ამ სტატიას კითხულობთ პლატფორმა Feedc -ზე. Feedc არის ახალი მედია პლატფორმა, სადაც შეგიძლიათ გაეცნოთ ჩვენს სტატიებს. აპლიკაციის გადმოსაწერად დააჭირეთ ამ ბმულს: download.feedc.com @#საინტერესო #სიახლე #გამოცდები #kutaisidaily #ახალიამბები
Kutaisi Daily
Kutaisi · 6 days ago
კორონავირუსი იმერეთში - ინფექციურ საავადმყოფოში პაციენტთა და კარანტინში მყოფთა რაოდენობა
დღევანდელი ინფორმაციით, ქუთაისის ინფექციურ სააავადმყოფოში 2 პაციენტი აგრძელებს მკურნალობას. ორმა გამოჯანმრთელებულმა კი კლინიკა დღეს დატოვა. იმერეთში კი ამ დროისათვის ერთი საკარანტინე სივრცე რჩება, სადაც 100-მდე ადამიანი იმყოფება. ________________ თქვენ ამ სტატიას კითხულობთ პლატფორმა Feedc -ზე. Feedc არის ახალი მედია პლატფორმა, სადაც შეგიძლიათ გაეცნოთ ჩვენს სტატიებს. აპლიკაციის გადმოსაწერად დააჭირეთ ამ ბმულს: download.feedc.comkutaisidaily კორონავირუსი
Kutaisi Daily
Kutaisi · 1 week ago
ტურისტული ადგილი იმერეთში , რომელზეც ძალიან ცოტამ იცის
გაბზარული ტბა -ბუნების ძეგლი, რომელიც ნამდვილ საოცრებას წარმოადგენს. ფოთლოვანი ტყით დაფარულ ფერდობზე იხსნება ღრმა ნაპრალი, რომლის ფსკერზე მდებარეობს ეს ტბა. ამავე ლოკაციაზე განთავსებულია მღვიმის შესასვლელიც. გაბზარულ ტბასთან ჩასასვლელად და ამ სილამაზის სანახავად საჭიროა საცოცი აღჭურვილობა, რადგან ნაპრალში მდებარე ბილიკი საკმაოდ ციცაბოა და სველი. თუმცა ნანახით ნამდვილად კმაყოფილი დარჩებით ბუნების ძეგლი გამომუშავებულია ქვედაცარცულ კირქვებში, შახტი ფართო ნაპრალის სახით ფოთლოვანი ტყით დაფარულ ფერდობზე იხსნება. ჩრდილოეთისკენ გაწოლილი ნაპრალის სიგრძე 60 მ აღწევს, სიგანე 2-25 მ-ია. ნაპრალის ფსკერზე, ზედაპირიდან 25 მ სიღრმეზე 45 მ სიღრმის სიფონური ტბა მდებარეობს. ნაპრალური სიფონი მღვიმური სისტემის ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილია. სიფონური ტბის დონე მდ. ყუმის გამოსასვლელების დონეს ემთხვევა. მდებარეობა: წყალტუბოს მუნიციპალიტეტი, სოფ. ყუმისთავი, ყუმის ვოკლუზური წყაროების ჩრდილო-დასავლეთით 1,7 კმ. მდ. ყუმის აუზი. 166 მეტრი ზღვის დონიდან. მისასვლელი გზა: ბუნების ძეგლთან ყველაზე ახლომდებარე მსხვილი დასახლებული პუნქტია ქ. წყალტუბო. თბილისიდან წყალტუბო დაშორებულია 257 კმ-ით; ხანგრძლივობა - 3 სთ და 30 წთ; ქ. წყალტუბო - სოფ. ყუმისთავი -7,5 კმ; ხანგრძლივობა - 10 წთ; სოფ. ყუმისთავი - გაბზარული ტბის ბუნების ძეგლი - 3 კმ, ხანგრძლივობა - 25 წთ. #საინტერესო #საინტერესოფაქტები #საქართველო #ტურიზმი #იმერეთი #kutaisidaily #მოგზაურობა
Kutaisi Daily
Kutaisi · 2 days ago
სახალისო ისტორია დებ იშხნელებზე
ძველი მეგობრები ერთ ქუთაისურ ოჯახში მიიწვიეს. ვანო სარაჯიშვილი ბოშურ რომანსს მღეროდა, მიშა კი "ეხმარებოდა". უცბად წინ ოთხი გოგონა ჩამოუდგათ და მოულოდნელად ხმები შეაშველეს. ზღაპრული ჰანგები გაისმა... ვანო გაოგნებული შესცქეროდა დებ იშხნელებს. ცოტა ხანში ჭიაურელმა გადაულაპარაკა: - კიდევ ხომ არ გვემღერა? - რას ამბობ, ბიჭო, ამათი სიმღერის შემდეგ ჩვენი სიმღერა ვის რაღად უნდა?! - უპასუხა საქართველოს ბულბულად წოდებულმა ვანო სარაჯიშვილმა. ________________ თქვენ ამ სტატიას კითხულობთ პლატფორმა Feedc -ზე. Feedc არის ახალი მედია პლატფორმა, სადაც შეგიძლიათ გაეცნოთ ჩვენს სტატიებს. აპლიკაციის გადმოსაწერად დააჭირეთ ამ ბმულს: download.feedc.com#საინტერესო #ისტორია #პიროვნება #kutaisidaily #ხელოვნება
Kutaisi Daily
Kutaisi · 1 week ago
ავიაკომპანია ვიზეარი განცხადებას ავრცელებს
Wizz Air აქტიურად აკვირდება გლობალურ და ლოკალურ ეპიდსიტუაციას, ითვალისწინებს საქართველოს მთავრობის რეგულაციებს და განაგრძობს ქვეყანაში ოპერირებას. Wizz Air 2012 წლიდან მუშაობს საქართველოს საავიაციო ბაზარზე და კიდევ უფრო გაფართოვდა 2016 წელს, ბაზის დაარსების შემდეგ. Wizz Air ერთ-ერთი წამყვანი ავიაკომპანია გახდა საქართველოში, რომელმაც 2.5 მილიონზე მეტი მგზავრის გადაყვანა უზრუნველყო. რამაც მნიშვნელოვნად შეუწყო ხელი ტრეფიკის და ტურიზმის გაძლიერებას ბოლო წლების განმავლობაში. Wizz Air გამოხატავს მზაობას შეასრულოს ფრენები საქართველოსა და სხვა ქვეყნებს შორის როგორც კი აღდგება რეგულარული კომერციული ფრენები. Wizz Air მზადაა, აღადგინოს ფრენები და დაამატოს ახალი მიმართულებები ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან, როგორც კი გლობალური ეპიდემიოლოგიური ვითარება გაუმჯობესდება და მოგზაურობაზე მოთხოვნა დაიწყებს ადრინდელ ნიშნულზე დაბრუნებას”, - ნათქვამია განცხადებაში.#საინტერესო #ფრენები #ფრენებისაღდგენა #kutaisidaily #ახალიამბები
Kutaisi Daily
Kutaisi · 1 month ago
ქუთაისში ქვეწარმავლების გამოჩენის შესახებ ბოლო დღეებში 15-მდე განაცხადი გაკეთდა
ბოლო პერიოდში ქუთაისის მერიის ააიპ „სპეციალურ სერვისებში“ ქვეწარმავლების გამოჩენის შესახებ 15-მდე შეტყობინება შევიდა. მოსახლეობის თქმით, საცხოვრებელი კორპუსების ეზოებში ქვეწარმავლები არაერთხელ შენიშნეს. ორგანიზაციის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელის გიორგი მჟავანაძის თქმით, ჯგუფები მუშაობენ და ქალაქის მასშტაბით ხორციელდება როგორც ქვეწარმავლების, ისე მღრღნელების საწინააღმდეგო აქტივობები. “ა(ა) იპ "სპეციალური სერვისები“ დღეიდან მომსახურეობის სერვისის მიწოდების სრულფასოვნად აღდგენის რეჟიმზე გადადის. მიუხედავად ორთვიანი უწყვეტი სამუშაო ციკლისა, ტექნიკური და მუშა ჯგუფები სრული შემადგენლობით საქმიანობის განხორციელებას შეუდგნენ. ჩვენი უფლება-მოვალეობის ფარგლებში, ქალაქის სხვადასხვა ლოკაციაზე, ა(ა)იპ " სპეციალური სერვისების" თანამშრომლები სრული დატვირთვით მუშაობენ. ითიბება და იწამლება ტერიტორიები. ხდება როგორც ქვეწარმავლების, ისე მღრღნელებისა და კრაზანების წინააღმდეგ ბრძოლა,“- აცხადებს kutaisipost-თან გიორგი მჟავანაძე.