მოდერნისტული საცურაო აუზი საფრანგეთის სამხრეთში

0
1970-იან წლებში ფრანგმა არქიტექტორმა ალან კაპეილერესმა სამხრეთ საფრანგეთში მდებარე თავისი საზაფხულო სახლისთვის მცირე ზომის თეთრი კერამიკის ფილებით ოაზისი შექმნა. მრავალი წლის შემდეგ კაპეილერესის საოცარი აუზი პარიზში დაფუძნებული ფოტოგრაფის, რომეინ ლაპრედის ობიექტივში მოხვდა.
გეომეტრიული ფორმებითა და სიზუსტით, თეთრი მცირე ზომის კერამიკული ფილებით, სფერული ფორმის სანათებით, ჰამაკებით გამორჩეული ინტერიერი საფრანგეთის პატარა პროვინციაში მდებარეობს.
მინიმალისტური საცურაო აუზი მთებსა და ოკეანეს შორის არის მოქცეული. სივრცის დასაფარად გამოყენებულია 100 000 კერამიკული ფილა. აუზის სიღრმე 25 მეტრია. ლაპრედის გადაღებული ფოტოები ნაწილია სერიისა: „სახლის აუზები“, რომელიც მე-20 საუკუნის არქიტექტურულად გამორჩეულ საცურაო აუზებს აერთიანებს. ავტორი: ქეთი ჯელაძე
#დიზაინი
#აუზი
0