ქუთაისის ინფექციური კლინიკა მხოლოდ კორონავირუსით ინფიცირებულ პაციენტებს უმკურნალებს

0
http://pirveliradio.ge/index.php?newsid=140411 ახალი კორონავირუსის გავრცელებასთან დაკავშირებით შექმნილი ვითარების გამო, ქუთაისის ინფექციური საავადმყოფო მხოლოდ „კოვიდ-19“-ის დიაგნოზის მქონე პაციენტებს უმკურნალებს. ამ დროისთვის კლინიკას ერთდროულად 12 ასეთი პაციენტის მიღება შეუძლია. „ჩვენი მივიღებთ პაციენტებს, რომელთაც ექნებათ კორონავირუსისთვის დამახასიათეებლი სიმპტომები. სხვა განყოფილებები მუშაობას წყვეტენ“, – განაცხადა კლინიკის მთავარმა ექიმმა, თეიმურაზ ნადირაძემ. ამასთან, სამედიცინო დაწესებულება ლაბორატორიიდან კორონავირუსზე კვლევის ფარგლებში რვა პაციენტის ანალიზის პასუხის ელოდება. ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოში „კოვიდ-19“-ის დიაგნოზით სამი პაციენტია მოთავსებული. კლინიკის მთავარი ექიმის, თეიმურაზ ნადირაძის ინფორმაციით ორი პაციენტის მდგომარეობა საშუალო სიმძიმის არის, ერთი კი – მსუბუქი.
0