თამარ გაბუნია - სახელმწიფომ ექიმების ეკიპირებისთვის საჭირო ასეულობით ათასი ნივთი შეისყიდა

0
ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას განცხადებით, სახელმწიფომ ექიმების ეკიპირებისთვის საჭირო ასეულობით ათასი ნივთი შეისყიდა და მარაგი მუდმივად ივსება. მან საუბრისას ასევე აღნიშნა, რომ მნიშვნელოვანია მარაგების რაიონალური მოხმარება და მძიმე ეკიპირება ყველა კლინიკაში ვერ იქნება. „სამინისტრომ აქამდე ძალიან დიდი რაოდენობით განახორციელა თითოეული ამ ნივთის შესყიდვა, აქ ვსაუბრობთ ასეულობით ათას ნივთზე, იმიტომ რომ მოხმარების მაჩვენებელი არის ძალიან მაღალი და საჭიროებაც მაღალია. ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია ჩვენ გვეხმარება იმ მარაგების საჭირო რაოდენობის დადგენაში, რომელიც ქვეყანას უნდა ჰქონდეს. საკმაოდ დიდი რაოდენობა არის ამ მარაგების. მიმდინარეობს აქტიური მუშაობა როგორც დონორების, ასევე სახელმწიფოს მხრიდან საჭირო ნივთების მობილიზებაზე. მარაგები მიმდინარე პერიოდში მუდმივად ივსება და ჩვენ ვფიქრობთ, რომ ის კლინიკები, რომლებიც დღეს განსაკუთრებით მწვავედ აყენებენ მარაგების ნაკლებობის თემას, ესეთი კლინიკები, რომლებიც არის მცირე ზომის კლინიკები რაიონულ დონეზე, სადაც ნაკლებად სავარაუდო იყო ინფექციური პაციენტის მოხვედრა, ამ კლინიკებისთვისაც მოკლე ხანში იქნება მობილიზებული მარაგების ის ნაწილი, რომელიც მათ უნდა გამოიყენონ, “- აცხადებს თამარ გაბუნია.
#კორონავირუსი
#თამარგაბუნია
#ექიმებისეკიპირება
#tbilisidaily
0