7 votes
0 comments
0 shares
Save
159 views
Haykushik Bagdasaryan
Marneuli · 3 months ago

Haykushik Bagdasaryan
Marneuli · 3 months ago
Similar Posts
Marneuli Daily
Marneuli · 4 weeks ago
37 წლის კირაჩ-მუღანლოელ ინფიცირებულ ქალს არ სჯერა , რომ კორონოვირუსი აქვს.
37 წლის კირაჩ-მუღანლოელი ქალი, რომელსაც კორონავირუსი 8 ივნისს დაუდასტურდა, აცხადებს, რომ მას ვირუსის სიმპტომები არ აქვს. ინფიცირებული მედიასთან საუბრისას ამბობს, რომ თავს კარგად გრძნობს და ამჟამად თბილისში, თანამშრომელთან ერთად, მკურნალობას გადის. მისი თქმით, საავადმყოფოში გადაყვანამდე ორი დღით ადრე წითელი ხიდის სასაზღვრო გამშვებ პუნქტზე, სადაც ინფიცირებული მუშაობს, კორონავირუსის ტესტირებები აიღეს და მისი ტესტის პასუხი დადებითი იყო. „კორონავირუსის დადასტურებამდე ერთი-ორი დღით ადრე ტესტირება ჩაატარეს. მერე, ერთ დღეს სამსახურში საჭმელად დავჯექით და ამ დროს ზარი შემოვიდა, მარნეულიდან დამირეკეს და მითხრეს, რომ სასწრაფოდ სახლში წავსულიყავი, კიდევ უნდა ჩაეტარებინათ ანალიზები. მივედით სახლში და სასწრაფო მოვიდა და გვითხრა, თბილისში უნდა წაგიყვანოთო, მაგრამ ჩვენ ტემპერატურა ან სხვა პრობლემები არ გვქონია. აქ სულ სიცილით წამოვედით“ - ამბობს ინფიცირებული ინფიცირებული ამბობს, რომ საავადმყოფოში ანალიზებს ყოველდღიურად უტარებენ, მაგრამ ექიმები პასუხების შესახებ ინფომრაციას არ აწვდიან. „ამჟამად საავადმყოფოში ვარ. ანალიზების პასუხებზე არაფერს გვეუბნებიან. დღეში ერთხელ გადასხმას აკეთებენ და ერთ ნემსს გვიკეთებენ. სხვა წამლებს არ ვსვავთ. ალბათ, არაფერი არ გვჭირს, არაფერს რომ არ აკეთებენ. ვეკითხებით, ანალიზის პასუხები როგორია, გვეუბნებიან, რომ ყველაფერი კარგადაა. ქართულიც იმ დონემდე არ ვიცი, რომ რამე დამატებით ვკითხო“ 37 წლის ქალს არ სჯერა, რომ ის და მისი თანამშრომელი ინფიცირებულია. ამბობს, რომ თავისუფლად სუნთქავს, ხველა არ აწუხებს და სიცხე არ აქვს. "საკვები ნორმალურია. არც სიცხე გვაქვს, არც ხველა. არაფერი გვტკივა. ინფიცირებულს ყელის ტკივილი ან ტემპერატურა უნდა ჰქონდეს, ჩვენ არაფერი არ გვაწუხებს. ყოველდღე ტემპერატურას ამოწმებენ და 36-ზე მეტი არ მაქვს" ინფიცირებული აცხადებს, რომ კორონავირუსზე ტესტირებები მისი ოჯახის წევრებსაც ჩაუტარდათ და რამდენიმე მათგანს კორონავირუსი დაუდასტურდა. დანარჩენი ადამიანები კი, ვისთანაც მას კონტაქტი ჰქონდა, კარანტინში არიან გადაყვანილი. ამბობს, რომ მისი შვილები რუსთავში ერთ-ერთ სასტუმროში გადაიყვანეს, მაგრამ არ იცის თუ სად გადაიყვანეს მისი დედა. მედიასთან საუბრისას პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის ექიმმა-ეპიდემიოლოგმა ნინო ვარდიძემ თქვა, რომ გარკვეულ შემთხვევებში კორონავირუსი შესაძლოა უსიმპტომო იყოს, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ადამიანს ვირუსი არ აქვს. „ძირითადი სიმპტომებია ტემპერატურა, მშრალი ხველა, შესაძლოა იყოს ფაღარათი, შესაძლოა იყოს გემოს და სუნის დაქვეითება, წნევის თამაშები, თავის ტკივილი. ძირითადად წამყვანი სიმპტომებია სიცხე და ხველა. ასევე, შესაძლებელია პაციენტებს ეს მდგომარეობა მიმდინარეობდეს უსიმპტომოდაც“ - გვითხრა ნინო ვარდიძემ პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის ექიმ-ეპიდემიოლოგმა გვითხრა, რომ მათაც ჰყავდათ კორონავირუსით ინფიცირებული პირი, ვისაც სიმპტომები არ უფიქსირდებოდა, მაგრამ მას გასული დღეების განმავლობაში ჰქონდა თავის ტკივილები და წნევის თამაშები. „გააჩნია რა სისუსტე აქვს ადამიანს. თუ ადამიანს წნევებისადმი, გულსისხლძარღვთა სისტემისადმი ან რევმატული ფაქტორებისადმი აქვს მიდრეკილება, ამ დროს კორონავირუსი სიმპტომებს ამ მიმართულებით უფრო აძლიერებს“ - ამბობს ნინო ვარდიძე ექიმ-ეპიდემიოლოგი ამბობს, რომ იმ შემთხვევაში, როდესაც პაციენტი კლინიკაში კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევით შედის, საავადმყოფო ვალდებულია ის იქამდე დატოვოს კლინიკაში სანამ კორონავირუსზე 24 საათის განმავლობაში ორჯერადი „პისიარ“ კვლევა არ ჩაუტარდება და ორივე პასუხი უარყოფითი არ იქნება. „ხშირ შემთხვევაში პაციენტები იმაზე მეტხანს ყოვნდებიან ჩვენთან ვიდრე საჭიროა. იყო შემთხვევები, როდესაც პაციენტს აღარ აწუხებდა არაფერი, მაგრამ ორჯერადი კვლევის შემთხვევაში ერთხელ მაინც უფიქსირდებოდა კორონავირუსი. მათ შეეძლოთ მკურნალობის სახლის პირობებში გავლა და გარკვული პერიოდულობის განმავლობაში კლინიკაში შესამოწმებლად მისვლა, მაგრამ სახელმწიფოსგან არ გვაქვს კონკრეტული რეკომენდაცია, რომ თუნდაც ერთჯერადი პასუხით გავწეროთ პაციენტი“ - განაცხადა ნინო ვარდიძემ პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის ექიმი-ეპიდემიოლოგი აცხადებს, რომ იმ შემთხვევაში, თუ კორონავირუსზე ჩატარებული ორჯერადი ტესტის პასუხი უარყოფითია ნიშნავს, რომ ამ ადამიანს კორონავირუსის გადამდებლობა არ აქვს. ხოლო იმ შემთხვევაში, თუ პაციენტს არ აქვს სიმპტომები ის მაინც შეიძლება იყოს საშიში ვირუსის გავრცელების თვალსაზრისით. წყარო ; რადიო მარნეული#Covid-19 #კირაჩ-მუღამლო #მარნეული #marneulidaily#ახალიამბები
Marneuli Daily
Marneuli · 1 week ago
კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებული ქალი მიღებულ ზარალზე საუბრობს
კირაჩ-მუღანლოში მცხოვრები 38 წლის ვუსალა ბაირამოვა, რომელსაც 8 ივნისს კორონავირუსი დაუდასტურდა უკვე გამოჯანმრთელდა. იგი გვიყვება, რომ საავადმყოფოში ყოფნის პერიოდში მოსავალი გაუფუჭდა. ვუსალა ხუთსულიან ოჯახში ცხოვრობს. ის წითელი ხიდის სასაზღვრო გამშვებ პუნქტზე დამლაგებლად მუშაობს, მეუღლე კი მებაღედ. ბაირამოვას თქმით, დამატებითი შემოსავლისთვის მათ კიტრი და კობოსტო მოიყვანეს. თუმცა, მოსავლის მორწყვა ვერ შეძლეს და შრომა წყალში ჩაეყარათ. „ჩვენ საავადმყოფოში რომ წავედით ყველაფერი გაფუჭდა, მიხედვა უნდოდა. არც ნებართვა მოგვცეს, რომ ვინმე მისულიყო სახლში და მოერწყათ ჩვენი ნაშრომი. მე ყოველ წელს აქედან 2000 ლარს ვიღებდი. კომბოსტოსგანნ 1000 ლარს ვიღებდი ხოლმე შემოსავალს. ზამთრის სამზადისში მადგებოდა. ამ წელს 1 ლარიც ვერ აციღეთ“. ბაირამოვა ჰყვება, რომ კორონავირუსის დადასტურების შემდეგ ოჯახის ყველა წევრი კარანტინში გადაიყვანეს. მოგვიანებით კი კოვიდ ინფექცია დედამისსაც დაუდასტურდა, რომელიც მკურნალობას თბილისში გადიოდა. „ჩვენ მოგვატყუეს, ჩემი საავადმყოფოში წასვლის შემდეგ მეუღლეს უთხრეს რომ 4 დღე თვითიზოლაციაში იქნებოდა და სახლში დარჩებოდა. მერე დედისგან და ბავშვებისგან ანალიზი აიღეს. 1 დღე რომ გავიდა მეზობელი რაჰმან მუსაევი, სოფლის რწმუნებული და სასწრაფო მოსულა. დედა წაიყვანეს. მე მაგ დროს საავადმყოფოში ვიყავი. დედას ველაპარაკებოდი და ვიცინოდით. დედა ახლაც კარგადაა. ამბობს, რომ თავს ძალიან კარგად გრძნობს“ „დედა რომ წაიყვანეს, 1 დღის შემდეგ მეუღლე და ბავშვები მოატყუეს და წაიყვანეს. სოფლის გამგებელი მოსულა და უთქვამს რომ 1 საათით ანალიზზე მიყავთ. მეუღლეს უთქვამს თუ კარანტინში მივდივართ ტანსაცმელს ავიღებთ, კარ-ფანჯარას დავხურავთო. უთხრეს, რომ არა არშეიძლებაო, 1 საათში დაბრუნდებითო. არ მისცეს საშუალება რომ ტელევიზორი მაინც გამორთოთ, კარ-ფანჯარაც ღია დარჩა. მე დავურეკე მამიდაშვილს რომ წასულიყო და სახლისთვის მიეხედა. მივიდა და გამორთო ტელევიზორი“. ვუსალამ თქვა, რომ მისმა მეზობელმა რაჰმან მუსაევმა უთხრა, რომ მოსავალს რწყავდა, მაგრამ როგორც ჩანს, მას არ მოურწყავს. მის მოსვლამდე კი ნათესავებმა მიწის ნაკვეთი მხოლოდ ერთხელ მორწყეს. „ჩემი მეზობელი რაჰმანი ამბობს, რომ ვითომ ჩვენს მოსავალს რწყავდა, მაგრამ არავინ არ მისულა. მეუღლე რომ საავადმყოფოში წაიყვანეს, მაშინ წიწილებიც პატარები იყვნენ. გერთ დარჩენილან თურმე. მეზობლებს, ნათესავებს შევეხვეწე რომ სახლში წაეყვანათ და მოევლოთ“ ვუსალა ამბობს, რომ დღემდე მის სახლში დეზინფეცია არ ჩაუტარებიათ. „თუ მე ავად ვარ ჩემს სახლში რატომ არ ჩატარდა დეზინფეცია?! მოსულიყვნენ ჩაეტარებინათ დეზინფეცია. ამის უფლებაც არ ჰქონიათ?! ყველაფერი მათ ხელშია. მე რომ მოვედი სახლის კარი ღია იყო. ხელთათმანი, ნიღაბი ჩავიცვი და სახლში ქლორით გავაკეთე დეზინფექცია“ საავადმყოფოში ყოფნის პერიოდში მისი კიდევ ერთი პრობლემა ის იყო, რომ დედის ჯანმრთელობის შესახებ არაფერი იცოდა. ბაირამოვა ამბობს, რომ 1 კვირა არ იცოდა დედა რომელ საავადმყოფოში იყო. როგორც ვუსალა ბაირამოვა ამბობს, მისი 42 წლის მეუღლე ნიამედდინ ამირასლანოვიც მოტყუებით წაიყვანეს კარანტინში. ნიამედინ ამირასლანოვის თქმით, მან სოფლის რწმუნებულს შესჩივლა თუ რატომ მოატყუეს, რომ კარანტინში არ მიყავდათ. რწმუნებულმა კი ასეთი პასუხი გასცა: „მოვალ და თავს წაგაჭრი“. „კარანტინში წაყვანის დროს რაჰმანმა და ეჰტირამმა მომატყუეს. მე ვუთხარი, რომ ბავშვებისთვის ტანსაცმელს მაინც ავიღებთქო. მითხრეს არაფერი არ გინდაო. 1 საათში დაბრუნდებიო. ტელევიზორი ჩართული დარჩა, კარ-ფანჯრები ღია იყო, წიწილები კი გრეთ დარჩნენ. სასტუმროში რომ მივედით ეჰტირამს დავურეკე (რწმუნებული), რომ რატომ მომატყუეთ-მეთქი. მე მითხრა „მოვალ და თავს წაგაჭრიო“. სოფლის რწმუნებული ასე უნდა ელაპარაკოს ადამიანს?! მე 3000 ლარი მქონდა ბანკიდან გამოტანილი, ყველაფერი წყალშ ჩაიყარა. კიტრი და კომბოსტო გაფუჭდა. ამინაზღაურონ მაშინ ზარალი. 5 კაციან ოჯახი მე როგორ ვარჩინო ახლა. არც მეზობელ რაჰმანს და არც რწმუნებულს არ აუღეს ანალიზი“#კორონოვირუსი #ზარალი #მარნეული #MarneuliDaily წყარო ; რადიო მარნეული#ახალიამბები
Marneuli Daily
Marneuli · 1 month ago
ინფიცირებულთა კონტაქტები მოძიებულია
მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ კირაჩ-მუღანლოში კორონავირუსით ინფიცირებულთა 28 კონტაქტი მოიძიეს. ამის შესახებ ინფორმაცია მარნეულის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელმა ეთერ ლაფერაძემ გაავრცელა. "კონტაქტი ყველა მოძიებულია, განმეორებით PCR ტესტებიც ჩატარებულია.ინფიცირებულთა კონტაქტები ოჯახის წევრები და თანამშრომლები არიან. უმეტესობა გადაყვანილია საკარანტინო ზონაში, ნაწილი კი სახლებში თვითიზოლაციაში იმყოფება. კონტაქტების მოძიება დასრულებულია, თუმცა კირაჩმუღანლოში მუშაობას ჩვენ მაინც გავაგრძელებთ“ ლაფერაძის განმარტებით, კორნავირუსზე ჩატარებული 28 ტესტის პასუხი ხვალ გახდება ცნობლი. მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ კირაჩ-მუღანლოში კორონავირუსის ორი შემთხვევა გუშინ, 8 ივნისს დაფიქსირდა. ინფიცირებულები „წითელი ხიდის“ სასაზღვრო გამშვები პუნქტის თანამშრომლები არიან.#კორონოვირუსი #კირაჩ-მუღანლო #მარნეული #marneulidaily #ახალიამბები #news
Marneuli Daily
Marneuli · 3 weeks ago
მარნეულში , პედიატრიულ კლინიკაში კორონოვირუსი დადასტურდა.
19 ივნისს, მარნეულის „ძველი საავადმყოფოს“ შენობაში მდებარე პედიატრიულ კლინიკაში კორონავირუსი დაფიქსირდა. მარნეულის მერის მოადგილე ზაურ ტაბატაძემ განაცხადა, რომ კორონავირუსი ერთ ქალს დაუფიქსირდა, რომელიც პედიატრიულ კლინიკაში შვილთან ერთად იმყოფებოდა. კლინიკაში მყოფი მცირეწლოვანი პციენტის მშობელმა, რომელმაც ვინაობის გამხელა არ ისურვა, განაცხადა, რომ გუშინწინ, 18 ივნისს, კლინიკაში კორონავირუსზე ტესტირებები ჩაატარეს. „ჩემს შვილს კორონავირუსი არ დადასტურებია. სამედიცინო პერსონალმა მითხრა, რომ კოვიდი ერთ ქალს დაუდასტურდა და ის კლინიკაში რამდენიმე დღეა რაც იმყოფებოდა. კონტაქტი სხვა ადამიანებთანაც ჰქონდა, მაგალითად, ჩვენს პალატაშიც შემოიხედა, ფიზიკურად კონტაქტში არ შემოსულა და არაფრისათვის ხელი არ უხლია, მაგრამ მაინც. ჯერ არაფერს არ გვეუბნებიან, თუმცა უფლება მაქვს ვიცოდე, თუ რა ბედი გველის“ - გვეუბნება მცირეწლოვანი პაციენტის მშობელი ჯერ-ჯერობით უცნობია, გადავა თუ არა „ძველი საავადმყოფოს“ შენობაში მდებარე პედიატრიული კლინიკა კარანტინში. წყარო: რადიო მარნეული#კორონოვირუსი #მარნეული #MarneuliDaily #ჯანსაღიცხოვრება
Marneuli Daily
Marneuli · 3 weeks ago
რა მდგომარეობაა მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ კირაჩ-მუღანლოში ?
დღეს, 22 ივნისს, სოფელ კირაჩ-მუღანლოში მოსახლეობას პისიარ ტესტებს უტარებენ. ამის შესახებ ინფრომაცია დაგვიდასტურა სოფლის რწმუნებულმა ეჰტირამ ალიევმა. მისი თქმით, ტესტირება სოფლის სკოლის ტერიტორიაზე ტარდება. რწმუნებულის თქმით, ტესტირება სოფელ კირჩ-მურანლოში უკვე მესამედ მიმდინარეობს. ამ დროისთვის 118 ადამიანს ჩაუტარდა კორნავირუსზე ტესტი. მეორედ ჩატარებული ტესტირებისას კი კოვიდ 19-ის ერთი დადასტურებული შემთხვევა გამოვლინდა. რწმუნებულის თქმით, ინფიცირებული წითელი ხიდის სასაზღვრო გამშვები პუნქტის თანამშრომელია. მას კორონავირუსი 8 ივნისს დაუდგინდა. ამ დროისთვის ისინი გადაყვანილები არიან თბილისში, მათი ოჯახები კი თვითიზოლაციაში იმყოფებიან. სოფლის მოსახლეობა შიშობს, რომ მათ სრულ იზოლაციაში მოაქცევენ. ჩაიკეტება თუ არა სოფელი, ამის შესახებ ინფორმაცია რწმუნებულს არ აქვს. #კირაჩმუღანლო #კორონოვირუსი #მარნეული #marneulidailyწყარო ; რადიო მარნეული #ახალიამბები
Marneuli Daily
Marneuli · 1 month ago
ქორწილები და საპატარძლო კაბები პანდემიის პირობებში
ლეილა საგიტოვას ასამდე საპატარძლო კაბა თვეებია არავს ჩაუცვამს და ვიტრინებში ხელუხლებელი დევს. ადმინისტრაცია სალონს ყოველდღირად აღებს, დადგენილ რეკომენდაციებსაც ითვალისწინებს და მომხმარებლების მოლოდინშია. ბიზნესი, რომელიც უმეტესწილად საქორწილო კაბების გაქირავებით ირჩენს თავს, ათასობით ზარალზე საუბრობს. ლეილა გვიყვება, რომ მუშაობის 15 წლიან გამოცდილებაში მსგავსი ზარალი არასდროს მიუღია. ახლა არ იცის ბანკიდან გამოტანილი ათასობით დოლარი როგორ გადაიხადოს. „ქორწილი გაჩერდა და ჩვენც გავჩერდით. ძალიან ცუდ მდგომარეობაში ჩავვარდით, ყველას გაგვჭირდა, ბანკის ვალები გვაქვს. იქნებ, 100 კაციანი ქორწილი მაინც დაუშვან, ძალიან ცუდად აისახა ჩვენზე ეს ყველაფერი. მთელი ჩვენი შემოსავალ ამ კაბებშია გადახდილი. ეს კაბებიც ნელ-ნელა მოდიდან გადადის და ვალი ტვირთად გვაწევს ყველა სალონს. მე ოთხი თანამშროელი მყავს, ჩემსავით ხელცარიელები დარჩნენ. მე, მაგალითად, ბანკში 600 დოლარს ვიხდი ყოველთვიურად. სამი თვე შემიჩერეს გადასახადი, მაგრამ აწირას ვიზამ არ ვიცი. 32 000 დოლარი მაქვს ამ საქმისთვის აღებული და 15 000 დოლარი ჯერ არ გამისტუმრებია. ამ პერიდისთვის, რაც გაჩერებულები ვართ 50 00 ლარი ვიზარალე“ სალონების უმრავლესობა ფინანსურ ზარალზე საუბრობს. ამბობენ, რომ გარდა კაბებისა უამრავი თანხა მიდის აქსესუარებსა და ატრბუტებში, რომელიც საქორწილო კაბების მნიშვნელოვანი დეტალია. სამირა გარაჯაევა მარნეულის ერთ-ერთ სალონის წარმომადგენელია. ამბობს, რომ ახალი კაბები უცხოეთიდან კარანტინის პერიოდამდე რამდენიმე დღით ადრე მიიღეს და ეტიკეიც არავის მოუხსნია. მომხმარებლებს კი ყოველდღღიურად უიმედოდ ელის. „ გაიხსნა ჩვენი სალონები, მაგრამ ქორწლები რომ არ არის, ვერ ვმუშაობთ. ქორწილები თუ აკრძალული ჰქონდათ რას ვიხსნებოდით საერთოდ. ქირის ფული გვაქვს გადასახადი , მეპატრონეები გვეუბნებიან, რომ სალონი უკვე ღია გაქვთ და ფულიც უნდა გადაიხადოთო. ჯობდა არ გავხსნილიყავით. თითქმის ოთხი თვეა არ გვიმუშავია, დიდი ზარალია, თანამშრომლებს ხელფასები ვერ გადავუხადეთ. მე ვერც სახელმწიფოსგან ვიღებ დახმარებას, რადგან აზერბაიჯანის მქალაქე ვარ. თუმცა აზერბაიჯის მოქალაქეობა არ უშლიდა ხელს იმას, რომ გადამეხადა გადასახადები და საპენსიო ფონდშიც ჩავრთულიყავი. ასეთ კრიზისში მე დახმარებას არავინ მაძლეს“ მგავსი ვითარებაა მარნეულის სალონების უმრავლესობაში. ახლა ყველა ერთი მიზანი - დაკისრებული გადასახადების გადახდა და კრიზისიდან გამოსვლის იმედი აქვს. აღსანიშნავია, რომ ამ დრომდე აკრძალულია მასშტაბური ღონისძიებისთვის გამართვა, მათ შორის ქორწილი და დაბადების დღე. ღონისძიებების გადახდის შემთხვევაში, ფიზიკური პირები 2 000 ლარით, ხოლო იურიდიული პირები 10 000 ლარით დაჯარიმდებიან. წყარო : რადიო მარნეული#მარნეული #ქორწილი #კაბები #ზარალი #marneulidaily#ხელოვნება #ახალიამბები
Marneuli Daily
Marneuli · 1 month ago
ჩვენ მას სერიოზული საყვედური მივეცით - ჰაჯი იასინ ალიევი
„საქართველოს მუსლიმთა სამმართველოს მარნეულის მუფტის, მარნეულის და ჰუჯაბის ეპარქიის საეპისკოპოსო რეზიდენციაში ჩატარებულ შეხვედრაზე, ჰაფიზ ფოლუხოვის მონაწილეობას ხელმძღვანელობის შეთანხმების გარეშე, მცდარ ნაბიჯად ვაფასებ“- ამის შესახებ სრულიად საქართველის მუსლიმთა სამმართველოს აღმოსავლეთ საქართველოს მუფტი ჰაჯი იასინ ალიევმა განაცხადა. „ჩვენი მხრიდან მას მივეცით სერიოზული საყვედური. ახლო დღეებში საბჭოს შეხვედრა იქნება. საბჭოში ის უპასუხებს ამ საქციელს და გადაწყვეტილებას მიიღებენ. ჩემი და სამმართველოს გაფრთხილების გარეშე სადახლოს მოსახლეობასთან ერთად მანაც მიიღო მონაწილეობა. ჩვენი გაფრთხილების გარეშე სოფლის უხუცესებმა მასაც მიმართეს როგორც რელიგიურ პიროვნებას და ისიც წავიდა. წესით, არ უნდა წასულიყო. ალბათ საბჭოს გადაწყვეტილების მიღების შემდეგ ჩვენც გადავდგამთ შესაბამის ნაბიჯებს“- თქვა ჰაჯი იასინ ალიევმა. სრულიად საქართველოს მუსლიმთა სამმართველოს შეიხი ჰაჯი რამინ იგიდოვიც ფოლუხოვის შეთანხმების გარეშე შეხვედრას მცდარ ნაბიჯად აფასებს. "ჩვენ ვფიქრობთ, რომ ეს რელიგიური საკითხი არაა. ის თუ იყო საზოგადოებრივი მოღვაწე, მეცნიერი ან პოლიტიკოსი, მაშინ ის ჩვენს სფეროში არ განიხილება და ვფიქრობ რომ ამ საკითხის განხილვა ისტორიკოსებისა და პოლიტიკოსების საქმეა. ეს ჩვენს უფლებამოსილებაში არ შედის" - ამბობს იგიდოვი . შეგახსენებთ, რომ 28 მაისს, მარნეულისა და ჰუჯაბის ეპარქიის საეპისკოპოსო რეზიდენციაში საქართველოს მუსლიმთა სამმართველოს მარნეულის მუფტს ჰაფის პოლოხოვსა და მარნეულისა და ჰუჯაბის ეპისკოპოს მეუფე გიორგის (ჯამდელიანის) შეხვედრა გაიმართა. 24 მაისს, მარნეულისა და ჰუჯაბის ეპისკოპოსმა მეუფე გიორგმ საკვირაო ქადაგებისას მარეულში კულტურის ცენტრის მიმდებარე სკვერში არსებულ ნარიმან ნარიმანოვის ძეგლზე ისაუბრა და მარნეულის მერს მოუწოდა, რომ ძეგლის რესტავრაციის გამო ბოდიში მოიხადოს და დაუყოვნებლივ დაიწყოს მისი დემონტაჟი. ნარიმანოვის ძეგლის რესტავრაცია 2020 წლის თებერვალში დაიწყო. 3 მარტს მარნეულის მერმა განაცხადა, რომ ძეგლის აღდგენითი სამუშაოები მერიის ინიციატივით ხორციელდება.#შეხვედრა #მუსლიმსასულიეროპირები #მეუფე #ნარიმანოვი #MarneuliDaily წყარო; რადიო მარნეული#პოლიტიკა #ახალიამბები #news
Marneuli Daily
Marneuli · 1 month ago
უბედური შემთხვევა მარნეულის მუნიციპალიტეტში
შსს-ს ცნობით, მარნეულში მშენებარე კორპუსიდან მუშა გადმოვარდა და ადგილზე გარდაიცვალა. ფაქტზე გამოძიება დაწყებულია სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლის მე-2 ნაწილით, რაც სამშენებლო საუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევის გამო ადამიანის სიცოცხლის მოსპობას გულისხმობს.#მარნეული #მშენებლობა #გარდაცვალება #უბედურიშემთხვევა #marneulidaily#ახალიამბები #news
Marneuli Daily
Marneuli · 3 weeks ago
მე ჩვენი სოფლის ერთადერთი სტუდენტი გოგონა გავხდი - ახალგაზრდა ულდუზ ალიევის წარმატების ისტორია
მე ულდუზ მქვია, მიყვარს ოცნება და ამ ოცნებების ასრულებისთვის გაუჩერებლად მუშაობა. რა თქმა უნდა, დღითიდღე ჩემს ოცნებებსაც ვაღწევ. მე მაქვს ჩემი ისტორია, რომელიც სავსეა სირთულეებით. მარნეულის ერთ-ერთ პატარა სოფელში დავიბადე, გავიზარდე და შევეცადე, განათლება მიმეღო. რადგან ჩემი სოფლის სკოლაში 12 კლასის დამთავრების შესაძლებლობა არ მქონდა, 9 კლასის დამთავრების შემდეგ მეზობელ სოფელში მომიწია ფეხით სიარული. ზუსტად 3 წლის მანძილზე, ყოველდღე დილით გავდიოდი სახლიდან და საღამოსკენ ვბრუნდებოდი. ზამთარში რომ ვიღვიძებდი, ჯერ სიბნელე იყო. ცოტას ველოდებოდი, მზე გამოჩენილიყო და გათენებულიყო, რომ სახლიდან გავსულიყავი. როგორც კი ინათებდა, გავდიოდი. 9-ის ნახევარზე სკოლაში უნდა ვყოფილვიყავი. წარმოიდგინეთ, რომელ საათზე უნდა გავსულიყავი სახლიდან, რომ 3-კილომეტრიანი გზა გამევლო და დროულად მომესწრო პირველ გაკვეთილზე შესვლა. რა თქმა უნდა, ხშირად მაგვიანდებოდა კიდეც. ხშირად გაკვეთილების შემდეგ მოსამზადებლადაც ვრჩებოდი და უკანა გზაზე უკვე მზე ჩასული იყო. დაბრუნებისას, გზაზე, თავდახრილი მივდიოდი. ვიმედოვნებდი, რომ გამვლელი შემამჩნევდა და მანქანაში ჩამისვამდა. ყველაზე მეტად რთული იყო ზამთრის ძალიან ცივ დროს დილაობით სახლიდან გასვლა. წვიმაზე და თოვლზე აღარაფერს ვამბობ. წვიმიან ამინდში სახლში დაბრუნებისას, თავით ფეხებამდე სველი ვიყავი ხოლმე. რა თქმა უნდა, სირთულეებს ვითმენდი, რადგან ჩემი მიზნები მქონდა. თუმცა, მხოლოდ და მხოლოდ ოჯახისგან მქონდა მხარდაჭერა. გარშემო მყოფები ზურგს უკან ჭორაობდნენ. „ამას სახლშიც კი ვერ ნახავ და როდის ასწრებს სწავლასო“, ბევრი ამბობდა. მომდევნო წლებში, უკვე სხვა მეზობელ სოფლებს სპეციალური მარშრუტები დაუნიშნეს, რომ ბავშვებს ასე ევლოთ სკოლაში. რადგან ცოტანი ვიყავით, მნიშვნელოვნად არც ჩათვალეს ჩვენთვის განათლების მოცემა. მიზეზს თუ იკითხავდი, თქვენი ცუდი გზები გაქვთ და თან ცოტანი ხართო, ამბობდნენ. ნეტავ წესიერი გზა მაინც გვქონოდა, წვიმიან ამინდში თავით ფეხებამდე ტალახში მაინც არ ამოვიგანგლებოდით. გარდა ამისა, ჩვენი სოფლის სკოლაში განათლების დონე იმდენად დაბალი იყო, რომ ჩვენი ცოდნაც შესაბამისი იყო. სხვა სკოლაში გადასვლის შემდეგ, ამაზე ხშირად დამცინოდნენ. მათ დონემდე რომ ავსულიყავი, ბევრს ვშრომობდი და სასურველს მივაღწიე კიდეც. სოფლის ერთადერთი მოსწავლე გოგონა ვიყავი. მთელი 3 წელი მეზობელ სოფელში ფეხით სიარულით გავლიე. ბევრი ვიშრომე და სასურველს მივაღწიე. მე, უგზობის და უტრანსპორტობის პირობებში, სკოლიდან თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ჩაბარება შევძელი. მე ჩვენი სოფლის ერთადერთი სტუდენტი გოგონა გავხდი. დღესდღეობით, მხოლოდ ერთს ვისურვებ, რომ გოგონები ძლიერები იყვნენ. მინდა, რომ საუკეთესო მაგალითები აიღონ, არ დანებდნენ, არ დაიღალონ, არ მოუსმინონ ჭორებს, მხოლდ წინ იყურონ და განათლებას მიხედონ. წარმატებისა ირწმუნონ. იოცნებონ, მიზანდასახულნი იყვნენ და ამ გზით ყოველთვის სასურველს მიაღწევენ. წყარო: ფანჯარა #ოცნებები #ბრხოლა #ქალი #მარნეული #marneulidaily#მეცნიერება #ახალიამბები
Marneuli Daily
Marneuli · 1 month ago
საქართველოს ეროვნული გმირი ხუდია ბორჩალოელი
საქართველოს ეროვნული გმირი, აზერბაიჯანელების მამაცი წინაპარი, ხუდია ბორჩალოელი მე-18 საუკუნეში , 1730 წელს ბორჩალოს მაჰალის სოფელ სადახლოში ( ამჟამინდელი მარნეულის სოფელი) დაიბადა . მას ღირსეული ადგილი უჭირავს მეფე ერეკლე II-ის ერთგულ თანამებრძოლთა შორის. მას არც ერთ ბრძოლაში არ მიუტოვებია მეფე ერაკლე. მეფე ერეკლეს ბორჩალოელებისაგან შემდგარი პირადი გვარდია ჰყავდა, რომელსაც ხუდია ბორჩალოელი მეთაურობდა. გარდა ამისა, ზოგიერთი ცნობით, მეფის პირად დაცვაში 12 კაციდან ხუთი ან შვიდი, სწორედ ბორჩალოელი იყო. ბორჩალოელები მეფესთან ერთად, ძირითადად ლეკების წინააღმდეგ იბრძოდნენ და სხვა ლაშქრობებშიც ირიცხებოდნენ, თუმცა მათ შორის ყველაზე ცნობილი მაინც ასპინძის ომი (1770წ.) და ამ ბრძოლაში გარდატეხის შემტანი - ხიდის გადახერხვის ოპერაციაში - ხუდია ბორჩალოელის მონაწილეობაა. აღაბაბა ერისთავსა და სვიმონ მუხრან-ბატონთან ერთად. ბორჩალოელები ასევე იბრძოდნენ კრწანისის ომში (1795წ.). მოგვიანებით, დუშეთში მეფის დაცვის ოპერაციას ხევსურებთან ერთად 100-ზე მეტი ბორჩალოელიც შეეწირა. ხუდია ბორჩალოელის შესახებ გადაღებულია ისტორიული დოკუმენტური ფილმი , "ხუდიას ძეგლი" , რომლის ავტორებიც იყვნენ ნუგზარ შატაიძე და კოტე კანდიერი.#ხუდიაბორჩალოელი #მეფეერეკლე #მარნეული #marneulidaily #ახალიამბები #news