ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის თამარ გაბუნიას განცხადებით, ქართული მხარე მობილური ტელეფონებისთვის იმ აპლიკაციის საქართველოში დასანერგად მუშაობს, რომელიც მოქალაქეებს ინფიცირებული პირთან სიახლოვის შემთხვევაში გააფრთხილებს.
"რა თქმა უნდა, ჩვენთანაც იგეგმება ამ მოდელის დანერგვა. ჩვენ გვაქვს ავსტრიულ მხარესთან კოორდინაცია, ამ მიმართულებით. მათ გაგვიზიარეს თავიანთი მოდელი, ახლა მიმდინარეობს მუშაობა როგორ მოხდეს ამ მოდელის ადაპტირება, ტექნიკური უზურნველყოფა, რათა დაინერგოს ეს მოდელი ჩვენთანააც, " - განაცხადა გაბუნიამ.
#კორონავირუსი
#აპლიკაცია
#თამარგაბუნია
#ჯანდაცვისსამინისტრო
#tbilisidaily