UEFA-მ ევროტურნირებთან დაკავშიტებული გადაწყვეტილება მიიღო - ბრიტანული მედია

ByM.m.m.Georgia
0
ბრიტანული მედიის ცნობით, უეფა მიმდინარე სეზონში ევროტურნირების ფინალებს უმაყურებლოდ ჩაატარებს. აღნიშნულ ინფორმაციას The Independent ავრცელებს. სავარაუდოდ, ეს გადაწყვეტილება ჩემპიონთა ლიგას და ევროპის ლიგას შეეხება. მიუხედავად იმისა, რომ მთელ მსოფლიოში კორონავირუსის პანდემია მძვინვარებს, უეფა ევროტურნირების წლევანდელ გათამაშებას არ გააუქმებს. სავარაუდოდ, ორივე ტურნირი ზაფხულის შუა რიცხვებში დასრულდება. დღეს, 1 აპრილს, უეფას ხელმძღვანელები ვიდეოკონფერენციის მეშვეობით ფეხბურთელთა კონტრაქტებსა და სატრანსფერო ფანჯრის საკითხს განიხილავენ. ამასთან ერთად, 2019/20 წლების სეზონის დასკვნით ნაწილზე გადაწყვეტილება იქნება მიღებული. შეგახსენებთ, კორონავირუსის გამო ევროპის მასშტაბით ყველა სპორტული ღონისძიება გაურკვეველი დროით შეჩერდა. გამონაკლისი მხოლოდ ბელარუსის საფეხბურთო ჩემპიონატია.
#უეფა
#ფეხბურთი
#ჩემპიონთალიგა
#ევროპისლიგა
#სპორტი
#კორონავირუსი
#პანდემია
#eufa
#football
#championsleague
#europaleague
#sport
#coronavirus
#news
#business
ByM.m.m.Georgia
0