14 votes
comments
1 shares
Save
კორონავირუსით ინფიცირებული პირველი პაციენტი, რომელიც მძიმე მდგომარეობაში იყო, გამოჯანმრთელდა
1386 reads
Tbilisi Daily
Tbilisi · 4 months ago
სტატიის წასაკითხად დააჭირე გაგრძელებას
or
By continuing you agree to Feedc’s Terms of use and Privacy Policy

თსსუ კლინიკაში კორონავირუსით ინფიცირებული პირველი პაციენტი, მძიმე მდგომარეობაში მყოფი 47 წლის ქალი გამოჯანმრთელდა და ის სახლში გაეწერებ - ამის შესახებ თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორმა, ლევან რატიანმა განცხადა.

მისივე თქმით, აღნიშნულ პაციენტს დამძიმებული ანამნეზი ჰქონდა. მისი გადარჩენა და გამოჯანმრთელება ქართული მედიცინის კიდევ ერთი გამარჯვებაა.

„ამ ეტაპზე კლნიკაში 83 პაციენტი წევს, აქედან 19 კორონავირუსით ინფიცირებულია, დანარჩენი სატესტო რეჟიმში იმყოფება. მთელი ქვეყნის მასშტაბით ყველაზე მძიმე პაციენტი, რომელიც ჩვენს კლინიკაში იწვა, ეს იყო ქალბატონი დამძიმებული ანამნეზით. ყველას მინდა განვუმარტო, რომ დამძიმებული ანამნეზი ნიშნავს, რომ მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაცია პირველ ადგილზე აყენებს კოვიდინფიცირებას ლეტარულ მაღალ გამოსავალთან, თუ ანამნეზში არტერიული ჰიპერტენზია და გულის უკმარისობა ფიქსირდება. სწორედ ასეთ კატეგორიას მიეკუთვნებოდა ეს ქალბატონი, მას შემოსვლისთანავე დადასტურდა ორმხრივი მწვავე პნევმონია, სუნთქვის მწვავე უკმარისობა, მწვავე რესპირატორული სინდრომი. ვინაიდან ვირუსის სტრატეგია ამ ეტაპამდე მედიკოსებისათვის უცნობია, აღნიშნულ პაციენტს ყველანაირი კლინიკურ-ლაბორატორიული კვლევა ჩაუტარდა, როგორც ჯანმო-ს მიერ მოწოდებული, ასევე ჩვენ მიერ დანიშნული. პაციენტის მდგომარეობა შემოსვლისთანავე მძიმედ, კრიტიკულად შეფასდა, იმყოფებოდა არაინვაზიურ ფილტვის ხელოვნურ ვენტილაციაზე, ვინაიდან ძალიან უჭირდა სუნთქვა, იყო ძილიანი. მინდა გითრათ, რომ ეს ქალბატონი ბინაზე ეწერება. ქართული მედიცინის კიდევ ერთ გამარჯვებად მინდა ჩავთვალო ასეთი გამოჯანმრთელებული პაციენტი, ის კოვიდრუსის გარეშე, მე-14 დღეს მიდის ჩვენი კლინიკიდან. ეს ამ კლინიკის ყველა მედპერსონალის დამსახურებაა და მინდა მადლობა გადავუხადო ამ ადამიანებს, რომლებიც ჩვენ გუნდში არიან და ყაზარმულ რეჟიმში მუშაობენ.

არსებობს რაღაც შკალები, ასეთი შკალების შეფასებით ასეთი შემთხვევა 97% -ში ლეტალობით უნდა დასრულებულიყო, მაგრამ ეს ქალბატონი გადარჩა. ეს პაციენტი 2 კვირა თვითიზოლაციაში გადავა და ამის შემდეგ გაარძელებს ისე ცხოვრებას, როგორც მანამდე ცხოვრობდა“, - განაცხადა რატიანმა.

#კორონავირუსი #თსსუკლინიკა #ლევანრატიანი #გამოჯანმრთელებული #tbilisidaily
Tbilisi Daily
Tbilisi · 4 months ago
14
Write a comment
1