“DISPLAY YOUR VISION” MOTIF – ის პროექტი ინტერიერის დიზაინერებისთვის

0
MOTIF – ი პირველი მულტიბრენდული შოურუმია თბილისში, რომელიც 1996 წელს გამოჩნდა ბაზარზე და როგორც ექსკლუზიური წარმომადგენელი საქართველოში, უკვე 23 წელია წამყვანი ევროპული ბრენდების, თანამედროვე ხელოვნების სიმბოლოდ ქცეულ ავეჯს, განათებას, დეკორაციებსა და მოსაპირკეთებელ მასალებს ხელმისაწვდომს ხდის ქართველი მომხმარებლებისთვის.
დღესდღეობით კომპანია კვლავაც განაგრძობს აქტიურ საქმიანობას, განვითარებას და ახალ საინტერესო პროექტებს სთავაზობს, როგორც მომხმარებლებს, ისე ადგილობრივ დიზაინერებსა თუ არქიტექტორებს.
ცოტა ხნის წინ MOTIF – მა წამოიწყო ახალი, საინტერესო პროექტი “DISPLAY YOUR VISION”, რაც გულისხმობს, მისი შოურუმის სავიტრინე სივრცის მოწყობას წარმატებული ქართველი დიზაინერების მიერ, MOTIF – ის ორივე შოურუმში წარმოდგენილი პროდუქციის გამოყენებით.
ნინო ლეგაშვილსი პროექტის შესახებ ყვება:

პროექტის განხორციელება და იდეა

“ამ პროექტის განხორციელების იდეა გასულ წელს, მილანში გამიჩნდა, სადაც ავეჯისა და განათების საერთაშორისო გამოფენაზე ვიმყოფებოდი. იქ გამოფენის ფარგლებში, სავაჭრო ცენტრ „რინაშენტეს“ ვიტრინები ეთმობოდა ახალგაზრდა შემოქმედ ადამიანებს, რომლებმაც საკუთარი გემოვნებით მოაწყვეს ისინი. სწორედ ეს გახდა ჩემი შთაგონების წყარო და ჩვენ ვართ პირველები ქართულ ბაზარზე, ვინც მსგავსი საინტერესო ფორმით თანამშრომლობა შესთავაზა ქართველ დიზაინერებს.”

პროექტის მიზანი

“პროექტის მიზანია ქართველი დიზაინერებისა და არქიტექტორების ხელშეწყობა და მათი პოპულარიზაცია. გვსურდა, გაგვეხორციელებინა ისეთი პროექტი, რომელიც ხელს შეუწყობდა ჩვენი სფეროს, ერთობლივი ძალებით, წინსვლას, განვითარებას და უფრო საინტერესოს გახდიდა ქართველი დიზაინერებისა და არქიტექტორების კომპანია „მოტიფთან“ თანამშრომლობას.”

როგორ შეირჩა დიზაინერები?

“შერჩევის პროცესში ჩართული იყო არამარტო „მოტიფის“ გუნდი, არამედ უცხოელი პარტნიორებიც, რომლებიც აღფრთოვანებით შეხვდნენ ჩვენს იდეას. მინდა გითხრათ, რომ საკმაოდ რთული იყო გამარჯვებულების გამოვლენა, თუმცა ჩვენ უკვე შევარჩიეთ პროექტის 9 გამარჯვებული, რომლებსაც ეტაპობრივად დაეთმობათ პროექტისთვის გათვალისწინებული სავიტრინე სივრცე.”

სამომავლო გეგმები

“ჩვენ ამ პროექტით დიზაინერებთან და არქიტექტორებთან ერთად, საფუძველი ჩავუყარეთ თანამშრომლობის ერთიან პროფესიონალურ პლატფორმას, რომელიც აუცილებლად გაგრძელდება მომავალში სხვადასხვა ფორმით.” პროექტს უკვე ჰყავს პირველი გამარჯვებული თინათინ ძირკვაძე. მან უკვე მოაწყო საკუთარი დიზაინით სივრცე შოურუმში.

ხედვა, კონცეფციის შექმნა

“ამ კომპოზიციის ინსპირაცია გახდა “თავისუფლება” და ოსკარ უაილდის ციტატა – “With freedom, books, flowers, and the moon, who could not be happy” – ჩემთვისაც ბედნიერება არის თავისუფლება – საკუთარი ცხოვრების მართვის შესაძლებლობა, განათლებასთან და ინფორმაციასთან წვდომა, ბუნებასთან ურთიერთობა და დიდი ოცნებებისკენ სწრაფვა. განათების, ფერებისა და აქსესუარების შერჩევისას ამ ციტატის გაცოცხლებაზე ვფიქრობდი, შედეგად თბილი და მშვიდი გარემო გამოვიდა.”

გამარჯვება

“ეს იყო ძალიან კარგი საშუალება, შემექმნა და საზოგადოებისთვის მეჩვენებინა ის დიზაინი, რომელიც ნამდვილად მომწონს და გამოხატავს ჩემს ხასიათს. ეს არის განსაკუთრებული პროექტი ყველა დიზაინერისთვის. მადლობა MOTIF – ს იმისთვის, რომ მუდამ სიახლეებს გვთავაზობს და ამ შესაძლებლობისთვის, წარმოვადგინო ჩემი ნამუშევარი თბილისის ერთ-ერთ მთავარ გამზირზე.” Motif აქტიურად აგრძელებს პროექტი ფარგლებში მუშაობას წყარო: marketer - #დიზაინი
#ახალიამბები
#ხელოვნება
#მოგზაურობა
#ტექნოლოგიები
#მომო
#ინტერიერი
#ინტერიერისდიზაინი
#დიზაინი
#დიზაინერები
#დიზაინერი
#დიზაინსიახლეები
#დიზაინნიუსი
#დიზაინს
#დიზაიანი
#დიზაინიავტორი
#დიზაინიერი
#თანამედროვედიზაინი
#ქართველიდიზაინერი
#პროდუქტისდიზაინი
#ქართველიდიზაინერები
0