კომენდანტის საათის დარღვევისთვის ჯამში 17 ადამიანი დაჯარიმდა - ვახტანგ გომელაური

0
შინაგან საქმეთა მინისტრის, ვახტანგ გომელაურის თქმით, საქართველოში "ფაქტობრივი" საყოველთაო კარანტინის ამოქმედების შემდეგ მეტ სამართალდარღვევას ელოდნენ, ვიდრე მოხდა. მისივე თქმით, მთელი საქართველოს მასშტაბით 17 მოქალაქე დაჯარიმდა. როგორც შინაგან საქმეთა მინისტრმა აღნიშნა, საგანგებო სიტუაციის რეჟიმის დარღვევისთვის, მისი ამოქმედებიდან დღემდე, ჯამში დაჯარიმებულია 350-მდე მოქალაქე და 15-მდე იურიდიული პირი. „ემორჩილებიან ნამდვილად. მეტ დარღვევას ველოდებოდით, თუმცა გუშინ ღამე, როდესაც დაიწყო განსაკუთრებული მნიშვნელობის შეზღუდვები, იყო ძალიან ცოტა, 17 დარღვევა მთელი საქართველოს მასშტაბით, რაც ჩვენც გაგვიკვირდა. მეტს ველოდებოდით სტატისტიკურად. მთლიანობაში 350-მდე მოგვიწია სამწუხაროდ [ჯარიმის დაწერა]. არავის გვიხარია არც ჩვენ, არც რიგით პოლიციელებს და არც ხელმძღვანელობას ჯარიმები ვუწეროთ ჩვენს მოქალაქეებს, თუმცა იძულებული ვართ ეს გავაკეთოთ. 350-მდე ადამიანი დაჯარიმდა და 15-მდე საწარმო“, - განაცხადა გომელაურმა.
#კორონავირუსი
#ჯარიმა
#კარანტინი
#დარჩისახლში
#tbilisidialy
0