უყვავილობა

0
ჩვენს ასაკში ყვავილები აღარ მიაქვთ... კვალს ჩქმალავენ სურვილებს რომ ამხელს, ჩვენს ასაკში ხელზე მელნით არ იწერენ შეყვარებულ გოგონების სახელს. ფიფქებს ვგავართ უგზოუკვლოდ მოფარფატეს მზის სხივი რომ გააქრობს და წაშლის, გვენატრება ის დრო როცა თვალის ჩაკვრით ვამყარებდით ერთმანეთთან კავშირს. არა და გულს ისევ ისე უხარია სულიც ისევ ძველებურად ანცობს, ისევ ისე გაღიმებით ვესალმებით გვერდით ჩავლილ უცნობსა თუ ნაცნობს. დროს სცოდნია ფრთებს შეგაჭრის, ჩამოგადნობს ვარსკვლავებთან ვეღარ იფრენ ვნებით, თაფლის სანთელს ვემსგავსებით მოლიცლიცეს ვანათებთ და წვეთ-წვეთობით ვდნებით. 🥀
0