ახალგაზრდა კაცი სამრეცხაოდან, რომელიც პოლიციელებს და ექიმებს უფასოდ ემსახურება

0
შინაგან საქმეთა სამინისტროს ტრეფიკინგისა და უკანონო მიგრაციის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოს უფროსი ვალერი თელია სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს და წერს: „არ მიყვარს ვრცელი სტატუსების წერა, მაგრამ არ შემიძლია არ გაგიზიაროთ. ახალგაზრდა ბიჭია, ოჯახთან ერთად თავისი სამრეცხაო აქვს. პოლიცილებს და ექიმებს ფულს არ ართმევს. მითხრა: თქვენ ახლა ხალხზე ზრუნავთ და ჩვენთვის მუშაობთ 24 საათი და როგორ გამოგართმევთ ფულსო? რეცხვის გარდა დეზინფექციაც გაუკეთა მანქანას…. კაცური კაცი! ასეთი ადამიანებით გადავრჩებით. ყველაფერი კარგად იქნება – ჩვენ დავამარცხებთ კორონას“.
0