UEFA-მ პსჟ დასაჯა

ByM.m.m.Georgia
0
ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალში ერთმანეთს დორტმუნდის ბორუსია და პსჟ შეხვდნენ. აღნიშნული დუელის შემდეგ პარიზულმა გრანდმა უეფასგან გაფრთხილება მიიღო. მეორე მერვედფინალური შეხვედრის დასრულებისთანავე პსჟ-ის ფეხბურთელებმა გერმანული კლუბის ფორვარდზე, ერლინგ ჰოლანდზე იხუმრეს. პარიზელები მის საფირმო გოლის აღნიშვნას იმეორებდნენ - ისინი მედიტაციის პოზაში მინდორზე დასხდნენ. ბუნებრივია, ეს ქმედება ირონიულ ხასიათს ატარებდა. პირველ შეხვედრაში ჰოლანდმა პარიზელთა კარში გატანილი გოლი სწორედ ასე აღნიშნა. უეფამ პსჟ-ის ფეხბურთელთა ქმედებას არასპორტული საქციელი უწოდა, თუმცა ამ ეტაპზე მათ მხოლოდ მკაცრი გაფრთხილება მიიღეს. მსგავსი ფაქტის განმეორების შემთხვევაში ფრანგული კლუბი გაცილებით უფრო მკაცრ სასჯელს მიიღებს. შეგახსენებთ, ამ გუნდების ორმატჩიანი დუელი პარიზელთა გამარჯვებით დასრულდა.
#ფეხბურთი
#ჩემპიონთალიგა
#პსჟ
#დორტმუნდისბორუსია
#ჰოლანდი
#უეფა
#სპორტი
#football
#championsleague
#psg
#borussiadortmund
#holland
#uefa
#sport
#news
ByM.m.m.Georgia
0