ეკლესიის წინააღმდეგ ვინც მუდამ „იღწვოდა“, დღეს ვირუსია მათი იარაღი – ანდრია ჯაღმაიძე

0
ეკლესიის წინააღმდეგ ვინც მუდამ „იღწვოდა“, დღეს ვირუსია მათი იარაღი, – ამის შესახებ საპატრიარქოს პრესსამსახურის უფროსმა, დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძემ სოციალურ ქსელში დაწერა. კორონავირუსისგამო, საგანგებო სიტუაციის გამოცხადების შემდეგ გასათვალისწინებელ რეკომენდაციებზე საუბრისას, ჯაღმაიძე განმარტავს, რომ ეს არ გაცდება ბოლო სინოდის გადაწყვეტილებას და მის ოქმში ასახულ რეკომენდაციებს. ანდრია ჯაღმაიძის განცხადებით, წირვები რეკომენდაციების გათვალისწინებით წარიმართება, მაგრამ არ შეიცვლება ზიარების წესი. მამა შალვა კეკელია გამოცხადებულ საყოველთაო კარანტინზე ამბობს, რომ ჩვენი ქვეყანა ასეთ მოცემულობაში არასოდეს არ ყოფილა. „მე, რომ მოვკვდე, რომ მომკლან ტაძარს ვერ მივატოვებ, აღდგომას მითუმეტეს“, – აცხადებს მამა შალვა კეკელია. 30 მარტს, ქვეყანაში საყოველთაო კარანტინი გამოცხადდა. პრემიერმა 3 კაცზე მეტი ადამიანისგან შემდგარი თავყრილობა აკრძალა. https://primetime.ge/eklesiis-tsinaaghmdeg-vints-mudam-ightsvoda-dghes-virusia-mati-iaraghi/
0