კლინიკა ,,თიმის” კიდევ ერთ თანამშრომელს კორონავირუსი დაუდასტურდა
Tbilisi Daily
კლინიკა „თიმის” კიდევ ერთ თანამშრომელს Covid19-ით ინფიცირება დაუდასტურდა. ამის შესახებ ინფორმაციას კლინიკის დირექტორი, გიორგი კაჭახიძე ავრცელებს.
მისი თქმით, კორონავირუსი დაუდასტურდა კლინიკის კიდევ ორ პაციენტსაც, რომელთა ინფიცირების სავარაუდი წყარო მედპერსონალია.
„მეტი ალბათობით, სავარაუდოდ, სამედიცინო პერსონალისგან მოხდა პაციენტების ინფიცირება. თავად ამ სამედიცინო პერსონალის წყარო არის ჩვენი ერთ-ერთი ექთანი, რომელმაც შემოიტანა ინფექცია კლინიკაში და რომელიც თავისთავად ინფიცირებული იყო მისი ძმისგან, სასულიერო პირისგან და უკვე ამ ერთისგან მოხდა გავრცელება სხვა თანამშრომლებზე და ორ პაციენტზე, რაც გვაქვს მონაცემები.
რაც შეეხება ამ ურთიერთობას რაც იყო ჩვენს მედპერსონალსა და პაციენტებს შორის, აქ იყო ის უსაფრთხოების ნორმები დაცული, რომელიც საჭირო იყო ჩვეულებრივ ექთანსა და პაციენტს შორის და სადაც არ ფიგურირებს კოვიდინფიცირებული. მთელი ამ ჩვენი ქეისის ვერაგობა ის იყო, რომ ჩვენ გვყავდა ინფიცირებული ექთანი, რომელიც იყო აბსოლუტურად არასიმპტომური და ამის შესახებ ინფორმაცია არავის გვქონდა, აქედან გამომდინარე მოხდა ის ფაქტები, რომლის წინაშეც ჩვენ დღეს ვდგავართ”, - აღნიშნა კლინიკის დირექტორმა.
#თიმი
#კლინიკა
#კორონავირუსი
#მედპერსონალი
#ინფიცირება
#tbilisidaily