EMC „ევოლუშენ გეიმინგის“ მიერ დასაქმებულთა მასობრივი დათხოვნის ფაქტს ეხმიანება.
ორგანიზაცია მიიჩნევს, რომ კომპანიის მხრიდან უხეშად არის დარღვეული დასაქმებულთა უფლებები და ქვეყანაში მოქმედი შრომითი სტანდარტები.
„პრაიმტაიმი“ განცხადებას უცვლელად გთავაზობთ.
„ონლაინ კაზინოების პროვაიდერმა კომპანიამ, „ევოლუშენ გეიმინგმა“ ბოლო ერთი კვირის განმავლობაში 3 000 დასაქმებულიდან ნაწილი არაანაზღაურებად შვებულებაში გაუშვა, ხოლო 1 300-მდე დასაქმებული სამსახურიდან დაითხოვა.
სამსახურიდან დათხოვნილ თანამშრომლებს შრომითი კონტრაქტი გამოსაცდელი ვადის პერიოდში შეუწყდებათ.
EMC-ში განმარატვენ, რომ კომპანიის მხრიდან ადგილი აქვს უფლების ბოროტად გამოყენებას და იგი ბოროტად იყენებს გამოსაცდელ ვადაში ნებისმიერ დროს კონტრაქტის შეწყვეტის უფლებას.
მათივე განმარტებით, კომპანიამ მიზეზად დაასახელა ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობის გამოცხადება.
„ჩვენი ორგანიზაცია მხარს უჭერს ევოლუშენ გეიმინგიდან უკანონოდ გათავისუფლებულ თანამშრომლებს და მზად არის, დაიცვას მათი ინტერესები სასამართლოში“, – ნათქვამია განცხადებაში.
შეგახსენებთ, რომ ევოლუშენ გეიმინგმა გუშინ 1300 თანამშრომელს კონტრაქტები გაუწყვიტა.
https://primetime.ge/emc-evolushen-geimingidan-1300-mde-tanamshromlebis-gatavisuflebas-ukanonod-miichnevs/