სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებული ალექსანდრე მოწერელია აცხადებს, რომ თუ აგრარულ ბაზრებში ხვალიდან ჰიგიენისა და დისტანციის ნორმები დაცული არ იქნება დაიხურება.
"სამწუხაროდ, დღეს გვაქვს მოცემულობა, რომ ბაზარში არც ჰიგიენის ნორმები და არც დისტანცია არ არის დაცული. რაც გათვალისწინებულია სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ. ამდენად, კიდე ერთხელ, მინდა ვთხოვო და გავაფრთხილო ბაზრების ადმინისტრაცია და მოვაჭრეები, თუკი ხვალიდან არ მოხდება რეკომენდაციების შესრულება, მაშინ ჩვენ მივიღებთ გადაწყვეტილებას აგრარული ბაზრების დახურვის შესახებ. ეს ეხება ზუგდიდის, სენაკს და ფოთის აგრარულ ბაზრებს. ჩენ არაფერს ვითხოვთ განსაკუთრებულს, ეს არის, ჰიგიენა და დისტანციას", — განაცხადა ჟურნალისტებთან საუბარში სახელმწიფო რწმუნებულმა.
#კორონავირუსი
#დისტანცია
#ჰიგიენა
#ბაზრები
#დარჩისახლში
#tbilisidaily